სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

B2B გამოფენა 2023

სექტორთაშორისი თანამშრომლობის გასაღრმავებლად სოციალური საწარმოების B2B გამოფენა 27 ოქტომბერს გაიმართება

 

რიგით მეოთხე, მასშტაბური და გავლენაზე ორიენტირებული სოციალური საწარმოების B2B გამოფენა 27 ოქტომბერს გაიმართება. 

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი CSRDG იწვევს სოციალურ საწარმოებს B2B გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად. B2B გამოფენა ევროკავშირისა და პური მსოფლიოსთვის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში იმართება. 2023 წელს B2B გამოფენის უნიკალური სპონსორია თიბისი ბიზნესისთვის , გამოფენის ოქროს სპონსორია სასტუმროების ქსელი "ინნ ჰოსფითალითი". ოქროს სპონსორი და მწვანე საწარმოების წარმდგენია თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანია "თეგეტა გრინ პლანეტი".  ვერცხლის მხარდამჭერები არიან ალგი აუდიტი და სოკარი .

 

თარიღი და ადგილმდებარეობა

27 ოქტომბერი, შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი, თელავის ქუჩა #20, თბილისი, საქართველო.

 

ეს არის უნიკალური შესაძლებლობა

სოციალური საწარმოებისთვის: 

  • წარმოადგინონ პროდუქცია და სერვისები ერთ სივრცეში და დაამყარონ მჭიდრო საქმიანი ურთიერთობები წამყვან ბიზნეს კომპანიებთან;
  • სოციალურმა საწარმოებმა გაიცნონ და გააღრმავონ პარტნიორობა ერთმანეთთან;
  • გამოფინონ და მომხმარებლებს შესთავაზონ თავიანთი პროდუქცია/სერვისი.

ბიზნესებისთვის:

  • გაეცნონ 50-მდე სოციალური და მწვანე საწარმოს მრავალფეროვნებას, დანერგონ და/ან განავითარონ პასუხისმგებლიანი შესყიდვების პრაქტიკა;
  • შექმნან მდგრადი დადებითი გავლენა სოციალურ და გარემოსდაცვით სფეროებში.

 

მიზანი

გამოფენის მიზანია სოციალურ საწარმოებსა და ბიზნეს სექტორს შორის პარტნიორობის ხელშეწყობა, პასუხისმგებლიანი შესყიდვების პრაქტიკის დანერგვა და განვითარება მეტი სოციალური და გარემოსდაცვითი გავლენის უზრუნველსაყოფად.

 

ფორმატი

B2B გამოფენაზე ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლები შეხვდებიან სოციალურ მეწარმეებს და მათი ინტერესების შესაბამისად აწარმოებენ მოლაპარაკებებს მათთან სამომავლო თანამშრომლობაზე. ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ მოწინავე ქართული სოციალური საწარმოების მრავალფეროვან პროდუქციასა და მომსახურებას ერთ სივრცეში.

გაითვალისწინეთ: მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ადგილები შეზღუდულია. სოციალური საწარმოების შერჩევა მოხდება შესაბამისი კრიტერიუმების მიხედვით. უპირატესობა მიენიჭება წარმადობას, მდგრადობას, პროდუქციის წარმოების რაოდენობას, ბრუნვას, გასულ წლებში B2B გამოფენაში ჩართულობის შედეგად მიღწეულ შედეგებს, ოპერირების ხანგრძლივობას, და ა.შ.

 

დაინტერესებული სოციალური საწარმოებისთვის

დაინტერესებულ სოციალურ საწარმოებს CSRDG ღონისძიებისთვის სთავაზობს მრავალკომპონენტიან მხარდაჭერას:

  • ტრენინგი სოციალური საწარმოებისთვის წარმატებული B2B შეთავაზებების მოსამზადებლად. ტრენინგი დაფარავს B2B მოლაპარაკების კომუნიკაციის საკითხებს, ასევე, სოციალურ საწარმოებს ექნებათ შესაძლებლობა ჩაერთონ ვორქშოფში და ადგილზე განავითარონ B2B შეთავაზებები;
  • გამოფენაში მონაწილეობა, რომელსაც 300-ზე მეტი სტუმარი დაეწსრება 100-ზე მეტი ბიზნეს კომპანიიდან და ორგანიზაციიდან. საწარმოებს ექნებათ შესაძლებლობა გაზარდონ  შემოსავლები როგორც ადგილზე გაყიდვების, ისე საპარტნიორო კონტრაქტების მეშვეობით;
  • ინდივიდუალური B2B შეხვედრების შესაძლებლობა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან ;
  • მენტორინგის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს 5-6 შერჩეული სოციალური საწარმოსთვის ინდივიდუალურად ბიზნესკომპანიასთან მუშაობას გამოფენის შემდგომ, B2B პარტნიორობების გასაღრმავებლად.

 

მონაწილე საწარმოები

2023 წლის B2B გამოფენაში მონაწილე სოციალური და მწვანე საწარმოების შესახებ ინფორმაცია თავმოყრილია ბმულზე:

 

დაჯავშნეთ B2B შეხვედრა

თქვენთვის საინტერესო სოციალურ/მწვანე საწარმოსთან

 

გამოფენის შესახებ

B2B გამოფენა CSRDG-ის ინიციატივით 2017 წლიდან იმართება ევროკავშირისა და პური მსოფლიოსთვის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში. 2023 წლის B2B გამოფენის უნიკალური სპონსორია თიბისი ბიზნესისთვის, გამოფენის ოქროს სპონსორია სასტუმროების ქსელი "ინნ ჰოსფითალითი". ოქროს სპონსორი და მწვანე საწარმოების წარმდგენია თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანია "თეგეტა გრინ პლანეტი". ვერცხლის მხარდამჭერები არიან ალგი აუდიტი და სოკარი. 

B2B გამოფენისათვის სოციალური საწარმოების ტექნიკური მხარდაჭერის პროგრამას ევროკავშირთან ერთად აფინანსებს EFSE Development Facility. 

 

 

წინა წლის გამოფენის შედეგები

2022 წელს, მესამე B2B გამოფენის შედეგების და მიღწევების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია

იხილეთ 2022 წლის B2B გამოფენის საიმიჯო ვიდეორგოლი.

 

 

 

B2B გამოფენის დონორები და პარტნიორები

B2B გამოფენის მედია მხარდამჭერები

კითხვების შემთხვევაში

ხშირად დასმული კითხვების შესახებ ინფორმაცია იხილეთ

 

კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ტელეფონზე (+995)599308051, მოგვწეროთ ელ-ფოსტაზე se@csrdg.ge

ან ჩანიშნეთ კონსულტაცია პასუხისმგებელ პირთან.

B2B გამოფენასთან დაკავშირებული სიახლეები

მონაწილე სოციალური და მწვანე საწარმოები - B2B გამოფენა 2023

სრულად

B2B გამოფენის ისტორია

სრულად

ტენდერი ინდივიდუალური პირებისთვის - ბიზნესის ჩართულობის სპეციალისტი

სრულად

ბიზნეს კომპანიების დაინტერესების მოკვლევა B2B გამოფენაში ჩართულობისთვის

სრულად

2022 წლის სოციალური საწარმოების B2B გამოფენის მნიშვნელობა და მიღწევები

სრულად