სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

CSRDG-ის შესახებ

CSRDG შესახებ

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) საქართველოში დაფუძნებული ერთ-ერთი  პირველი სამოქალაქო ორგანიზაციაა, რომელსაც ამ სექტორში წარმატებული საქმიანობის 26 წლიანი გამოცდილება აქვს. CSRDG 1995 წელს დაფუძნდა.

სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა CSRDG-ის ერთ-ერთი პროგრამული პრიორიტეტია და ცენტრი მას 2009 წლის შემდგომ ახორციელებს.

ორგანიზაციის დაარსების დღიდან, ჩვენი გუნდი ორიენტირებულია ისეთ შედეგებზე, რომელიც პოზიტიურ ცვლილებებს მოუტანს, როგორც ცალკეულ ადამიანებს, ისე მთელ საზოგადოებას.

მრავალწლიანი წარმატებული მუშაობის შედეგად, დავიმკვიდრეთ ძლიერი კვლევითი, ექსპერტული ორგანიზაციის, სანდო პარტნიორისა და საზოგადოების განვითარებაზე მიმართული საქმიანობების განმახორციელებელი ორგანიზაციის სახელი.

 

CSRDG მისია

საქართველოში საზოგადოების კეთილდღეობისათვის, კარგი მმართველობის, მდგრადი, ინკლუზიური ეკონომიკური განვითარებისა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების ხელშეწყობა.

 

CSRDG საქმიანობის გეოგრაფიული დაფარვა

CSRDG საქმიანობას ახორციელებს მთელი საქართველოს ტერიტორიაზე, როგორც ეროვნულ, ისე ადგილობრივ დონეებზე. 

 

CSRDG საქმიანობის სტრატეგიული მიმართულებები

  • სამოქალაქო საზოგადოების განვითარება
  • თემის განვითარება
  • კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარება
  • სოციალური სერვისების განვითარება
  • სოციალური მეწარმეობის განვითარება
  • მომხმარებელთა უფლებების დაცვა
  • ევროინტეგრაციის ხელშეწყობა

 

 

CSRDG 2015 წელს 20 წლის გახდა

CSRDG-ის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.