სოციალური მეწარმეები
საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ცვლილებების ინიციატორი სოციალური მეწარმეები, მრავალფეროვანი ისტორიების, ინოვაციური იდეების და ინკლუზიური გარემოს შექმნის, ჩამოყალიბებისა და განვითარების ხელშეწყობით არიან დაკავებულები.
საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ცვლილებების ინიციატორი სოციალური მეწარმეები, მრავალფეროვანი ისტორიების, ინოვაციური იდეების და ინკლუზიური გარემოს შექმნის, ჩამოყალიბებისა და განვითარების ხელშეწყობით არიან დაკავებულები.
რა იცი მეწარმეობაში ინოვაციური მიდგომის შესახებ, რომელიც მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებას მდგრადი სოციალური ცვლილებებით აღწევს? გაიგე მეტი სოციალური მეწარმეობის იდეის შესახებ და გახდი ცვლილებების ინიციატორი!
სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამის ვებ-გვერდი, სადაც თავმოყრილია ინფორმაცია ყველა საინტერესო რესურსის შესახებ, რასაც ჩვენი ორგანიზაციის პროგრამის ფარგლებში გამოვცემთ.
30 სექტემბერს - 1 ოქტომბერს რიგით მესამე მასშტაბური და გავლენაზე ორიენტირებული სოციალური საწარმოების B2B გამოფენა გაიმართა თბილისში, სასტუმროში რედისონ ბლუ ივერია.
საინფორმაციო ანიმაციაში თავმოყრილია "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის" "არბაითერ-სამარიტერ ბუნდისა" და "განათლების განვითარების ცენტრის" ერთობლივი, ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის "სოციალური მეწარმეობა - ინოვაციური მიდგომა ეკონომიკური და სოციალური ცვლილებებისათვის" ფარგლებში მიღწეული შედეგები.
სოციალური საწარმოების მეორე B2B გამოფენა საქართველოში 2018 წელს გაიმართა "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის CSRDG" ორგანიზებით". ღონისძიება მიზნად ისახავდა, სოციალურ მეწარმეებსა და ბიზნეს სექტორს შორის საქმიანი ურთიერთობების დამყარებას, სოციალური მეწარმეობის იდეის პოპულარიზაციასა და საქართველოში მისი განვითარების ხელშეწყობას.
კრისტალის, ფინკა ბანკის, საქართველოს ბანკისა და ფოთის საზღვაო ნავსადგურის წარმომადგენლები საუბრობენ საქართველოში სოციალური მეწარმეობის განვითარების შესახებ, და სოციალური მეწარმეობის მნიშნველობის, ასევე, B2B პარტნიორობის შესახებ.
ვიდეორგოლი სტუდენტური კონკურსის "სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად 2018" შესახებ. კონკურსი გაიმართა საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟითა და ევროკავშირის დაფინანსებით. კონკურსის მიზანი ახალგაზრდებში სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაცია და არსებული საწარმოების გაძლიერება იყო.
რატომ უნდა მიიღონ სტუდენტებმა მონაწილეობა კონკურსში "სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად 2018"? - სტუდენტური მრჩევლები საუბრობენ კონკურსის და სოციალური მეწარმეობის, როგორც კონცეფციის მნიშვნელობაზე.