სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

კონცეფციის არსი

სოციალური საწარმო

სოციალური საწარმო არის ორგანიზაცია, რომელიც იყენებს ბიზნესის მიდგომებს საზოგადოებრივი პრობლემების მოსაგვარებლად. განსხვავებით ჩვეულებრივი, მხოლოდ მოგებაზე ორიენტირენბული, საწარმოსაგან სოციალურ საწარმოს აქვს ორმაგი მიზანი: ეკონომიკური და სოციალური, რომელთაგანაც სოციალური არის უმთავრესი. სოციალური საწარმოს შემთხვევაში ეკონომიკური და კომერციული საქმიანობა წარმოადგენს საშუალებას, უფრო ღირებული, სოციალური მიზნის მიღწევის პროცესში. აქედან გამომდინარე, მსგავი ტიპის ორგანიზაციების მოგება არ იზომება მხოლოდ ფინანსური მაჩვენებლებით და გაცილებით მნიშვნელოვანია მიღწეული სოციალური შედეგები. 

სოციალური საწარმოს შემთხევაში არ არსებობს დაწესებული მასშტაბები, ის შეიძლება მერყეობდეს სოფლის თემის მაღაზიიდან დიდ სამშენებლო ფირმებამდე. მასშტაბის მიუხედავად, მთავარია, რომ სოციალური საწარმო წარმოადგენს იმის ნათელ მაგალითს, თუ როგორ შეიძლება სოციალური მიზნების და ფინანსური წარმატების შერწყმა.

აღსანიშნავია, ის ფაქტიც, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, სოციალური საწარმოს შემთხვევაში, ხმის მიცემის უფლება აქვს ყველა წევრს, განურჩევლად ორგანიზაციაში მათი წილისა.

 

სოციალური მეწარმე

სოციალური მეწარმეები არიან ადამიანები, რომლებიც ინოვაციური მიდგომებით  ცდილობენ გადაწყვიტონ ურთულესი სოციალური, ეკონომიკური თუ გარემოსდაცვითი პრობლემები, რისთვისაც თავიანთ თავზე იღებენ სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებულ რისკებს და აერთიანებენ თანამოაზრეებს.  დადებითი ცვლილებების შექმნის პროცესში ჩართული სოციალური მეწარმეებისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ხედვა და ბიზნესის მართვისათვის საჭირო უნარები, რადგან პრობლემის გადაწყვეტისას ისინი იყენებენ ბიზნესის მიდგომებს და აკუმულირებულ ფინანსურ რესურსებს მიმართავენ სოციალურ მიზნებზე. სწორედ სოციალური მეწარმეები ამკვიდრებენ  კერძო სექტორში ეთიკურ სტანდარტებს.

 

იურიდიული ფორმა

სოციალური საწარმოს დაფუძნებისას დაშვებულია ქვეყანაში არსებული ნებისმიერი ორგანიზაციულ-იურიდიული ფორმის გამოყენება, იმის გათვალისწინებით, რომ ამ ტიპის საწარმოს  კონცეფცია უფრო წარმოადგენს მსოფლმხედველობისა და ხედვის საგანს, მისი შეზღუდვა რომელიმე კონკრეტული იურიდიული ფორმით არ ხდება. აქვე უნდა აღინიშნოს რომ რიგ ქვეყნებში მათ გააჩნიათ კონკრეტული სამართლებრივი ფორმა: სათემო ინტერესის კომპანია (Community Interest Company) გაერთიანმებულ სამეფოში, სოციალური კოოპერატივები პოლონეთში, A და B ტიპის სოციალური კოოპერატივები იტალიაში. ამ დროისათვის, საქართველოში სოციალური საწარმოსთვის კონკრეტული სამართლებრივი ფორმა არის განსაზღვრული. იქიდან გამომდინარე, რომ  საქართველოს კანონმდებლობით, "სოციალური მეწარმეობა", როგორც ტერმინი და კონცეფია არ არის განმარტებული, იურიდიული საკითხების განხილვისას უნდა გამოვიყენოთ ზოგადი ტერმინი “მეწარმეობა”.

 

გაეცანით სფეროს წამყვანი მკვლევარის, გრეგორი დის სტატიას სოციალური მეწარმეობის არსის შესახებ

გაეცანით სფეროს წამყვანი მკვლევარის, გრეგორი დის სტატიას სოციალური მეწარმეობის არსის შესახებ

სოციალური მეწარმეობის ცნებამ ფართო საზოგადოებრივი აღიარება ჰპოვა, რადგან პასუხობს თანამედროვეობის საჭიროებებს. კონცეფცია სოციალურ მისიას აერთიანებს პრაქტიკულ საქმიანობასთან, ინოვაციასა და მიზანსწრაფულობასთან, რომელიც ხშირად ასოცირდება, მაგ. სილიკონ ველის მაღალ-ტექნოლოგიური სექტორის ინიციატორებთან. დადგა დრო, როდესაც სამეწარმეო მიდგომები საზოგადოებრივი პრობლემების გადასაჭრელად გამოიყენება...