სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

საქმიანობის არეალი

საქმიანობის არეალი

CSRDG სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამის საქმიანობის არეალზე საუბრისას უნდა განვასხვავოთ გეოგრაფიული და პრიორიტეტული მიმართულებები, რომელიც წარმოადგენს პროგრამის დაფარვის არეალს.

 

გეოგრაფიული დაფარვა

პროგრამის ფარგლებში აქტივობები ხორციელდება მთელი საქართველოს მასშტაბით. საგულისხმოა, რომ მიუხედავად თბილისში არსებული მაღალი აქტივობისა, პროგრამის პრიორიტეტი რეგიონების გაძლიერებაა.

საგრანტო კონკურსების გამოცხადების შემდგომ, იდეების შერჩევა ხდება როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ნებისმიერი მუნიციპალიტეტიდან. პროგრამის მიერ გაცემული დაფინანსებების რეესტრი იმის მაგალითია, თუ რაოდენ ფართოა პროგრამის ფარგლებში გაცემული დაფინანსებების რეგიონული დაფარვა.

 

პრიორიტეტული მიმართულებები

პროგრამის პრიორიტეტულ მიმართულებებს წარმოადგენს:

  • დასაქმების ბაზარზე ნაკლებად კონკურენტულ მდგომარეობაში მყოფი პირების ეკონომიკური და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა (მათ შორის კანონთან კონფლიქტში მყოფი პირები, იძულებით გადაადგილებული პირები, შეზღუდული შესაძლებლობის ან/და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირები, ტრადიციული რეწვის ოსტატები და ა.შ.)
  • სოციალური სერვისების განვითარების ხელშეწყობა
  • მოწყვლადი რეგიონების/დასახლებული პუნქტების განვითარების ხელშეწყობა
  • რეციკლირებისა და გარემოს დაცვის ხელშეწყობა
  • სოციალური ინოვაციების ხელშეწყობა
  • სხვა სფეროები, როგორებიცაა კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, ხელოვნება და ა.შ.