სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

მიზანი და ისტორია

მიზანი

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამის მიზანია სოციალური მეწარმეობის, როგორც ახალი მიდგომის განვითარება საქართველოში მოწყვლადი ჯგუფების სოციალური და ეკონომიკური ინკლუზიისთვის, საზოგადოებრივი და გარემოსდაცვითი გამოწვევების მოსაგვარებლად.

 

ისტორია

2009 წელს, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა (CSRDG) დაიწყო ახალი მიმართულებით მუშაობა - საქართველოში სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა. აღნიშნულ თემაზე ცენტრს აქვს როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება. 

ცენტრი დაინტერესებული ორგანიზაციებისთვის ატარებს ტრენინგებს, გასცემს კონსულტაციებს, სოციალურ საწარმოებს უწევს ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას, ატარებს კვლევებს, რომელთა მიგნებების საფუძველზე ვითარდება რეკომენდაციები საქართველოში გადაწყვეტილებების მიმღებ პირთათვის სოციალური მეწარმეობის ქართულ რეალობასთან უკეთ მოსარგებად.

საქართველოში მოქმედი ორგანიზაციებისათვის, რომელთათვისაც სოციალური მეწარმეობის განვითარება პრიორიტეტულია, CSRDG-ის სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა წარმოადგენს სანდო პარტნიორს უფრო მეტი სოციალური შედეგების მისაღწევად.