პროგრამის პრიორიტეტები
სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა მიზნის მისაღწევად ოთხი პრიორიტეტული მიმართულებით მუშაობს, ესენია:
1. ფინანსური მხარდაჭერა
ფინანსური მხარდაჭერა ახალი სოციალური საწარმობის დაფუძნების ან არსებულების გაძლიერების მიზნით დაინტერესებული მხარეებისათვის დაფინანსების შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობის ზრდას გულისხმობს, მათ შორის CSRDG-ის მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსების ფარგლებში.
2. ტრენინგები და კონსულტაციები
ტრენინგები და კონსულტაციები თავის თავში საჭიროებებზე მორგებული ტრენინგებისა და საკონსულტაციო მომსახურებების შეთავაზებას გულისხმობს დაინტერესებული მხარეებისათვის.
აღნიშნული საქმიანობის შესრულებისას ხდება როგორც CSRDG-ის ექსპერტული გუნდის დახმარება მიზნის მისაღწევად, ისე ექსპერტ-კონსულტანტთა დაქირავებას საჭიროებების შესაბამისად და პრობონო შესაძლებლობების განვითარებას ბიზნეს კომპანიების მხრიდან ჩართულობის გასაზრდელად.
3. სამოქმედო გარემოს გაუმჯობესება
აღნიშნული საქმიანობის ფარგლებში CSRDG წარმოადგენს "სოციალურ საწარმოთა ალიანსის" დამფუძნებელ ორგანიზაციას. ასევე, აქტიურად ეწყობა გამოცდილებების გაზიარების ტური საზღვარგარეთ არსებული მსგავსი და საუკეთესო პრაქტიკების გასაზიარებლად. პარტნიროებთან ერთად აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა საკანონმდებლო მიმართულებით და სხვა სახელმწიფო მხარდაჭერის მექანიზმების განსავითარებლად.
4. კონცეფციის პოპულარიზაცია
კონცეფციის პოპულარიზაციისათვის CSRDG-ის გუნდი აქტიურად მუშაობს უნივერსიტეტებთან და სტუდენტებთან, მართავს B2B გამოფენებს, 2012 წელს საფუძველი ჩაუყარა სოციალური მეწარმეობის ფორუმის ყოველწლიურ ორგანიზებას, მუნიციპალიტეტებთან პარტნიორობით მართავს გამოფენა-გაყიდვებს და უზრუნველყოფს ამ ტიპის აქტივობებში სოციალურ საწარმოთა ჩართულობას, გამოსცემს კატალოგებს, სოციალური მეწარმეობის სახელმძღვანელოს, კვლევებსა და სხვა ტიპის საინფორმაციო მასალებს, მათ შორის ახდენს კონცეფციის ვიდეო და გრაფიკულ ვიზუალიზაციას.
სოციალური მეწარმეობის განვითარება 2016-2018 წლებში
2016 წელს, სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა მნიშვნელოვნად გაფართოვდა ევროკავშირისა და პური მსოფლიოსთვის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში. პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგების შესახებ ინფორმაცია თავმოყრილია საიმიჯო ანიმაციაში.
დაფინანსებული სოციალური საწარმოები
2010 წლიდან მოყოლებული CSRDG-მ სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, ჯამში 73 სოციალურ საწარმოს გაუწია ფინანსური მხარდაჭერა.
დაფინანსებული სოციალური საწარმოების სია იხილეთ ბმულზე.
კვლევები
CSRDG სფეროს განვითარებისთვის ატარებს სხვადასხვა მიზნის მქონე კვლევას, რომლებსაც შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე