-
პროექტის შესახებ
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი და საქართველოს არბაითერ სამარიტერ ბუნდი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის“ პარტნიორობით, ახორციელებენ პროექტს „სოციალური მეწარმეობა - ინოვაციური მიდგომა ეკონომიკური და სოციალური ცვლილებებისთვის 2016-2018“. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
პროექტის მიზანი
პროექტის მიზანია, სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობით უზრუნველყოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდა, რათა მათ უკეთ შეძლონ სოციალური და გარემოსდაცვითი მიზნების მიღწევა და მოწყვლადი ჯგუფების ეკონომიკური გაძლიერება.
პროექტის ამოცანები
პროექტის მთავარი მიზნის მისაღწევად დასახულია სამი ძირითადი ამოცანა:
- ამოცანა 1: სოციალური საწარმოების საჭიროებებზე მორგებული ექსპერტული მხარდაჭერის და ინსტიტუციური გაძლიერების სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა.
პროექტის ფარგლებში სოციალური მეწარმეებისთვის მათ საჭიროებებზე მორგებული მომსახურების მიწოდება განხორციელდება მთელ საქართველოში. მომსახურების მიღება შესაძლებელი იქნება დასავლეთ საქართველოში ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში - სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ბაზაზე არსებულ სოციალური მეწარმეობის განვითარების ცენტრში.
ახალი სოციალური საწარმოს დაფუძნების მსურველთათვის:
იდეების კონკურსი:
ყოველწლიურად, სამი წლის განმავლობაში, გამოცხადდება იდეების კონკურსი - ,,იდეების აქსელერატორი” - სოციალური საწარმოს დაფუძნების მსურველთათვის;
კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნება ყველა დაინტერესებულ საზოგადოებრივ ორგანიზაციას ან საინიციატივო ჯგუფს, რომელსაც აქვს ინოვაციური, სიცოცხლისუნარიანი ბიზნესიდეა სოციალური მისიით;
კონკურსის შედეგად, ყოველ წელს, შეირჩევა 16 საუკეთესო იდეის ავტორი ჯგუფი (თითოეულ ჯგუფში უნდა იყოს 2 მონაწილე) საქართველოს მასშტაბით. შესაბამისად, პროექტში ჩაერთვება 32 მონაწილე.
სოციალური მეწარმეობის განვითარების ლაბორატორია:
შერჩეული მონაწილეები გაივლიან,,სოციალური მეწარმეობის განვითარების ლაბორატორიის“ სპეციალურად მათთვის შემუშავებულ, ინტენსიური ტრენინგების კურსს, რომელიც დაეხმარება მათ შეიძინონ სოციალური საწარმოს ინიცირებისა და მართვისთვის საჭირო ცოდნა და უნარები;
ტრენინგების შემდგომ, მონაწილეები, ექსპერტების დახმარებით, საკუთარ იდეაზე შეადგენენ სოციალური საწარმოს ბიზნესგეგმას;
საგრანტო კომისის გადაწყვეტილების საფუძველზე დაფინანსდება 4 - 5 სოციალური საწარმოს საუკეთესო ბიზნესგეგმა.
ექსპერტული მხარდაჭერა
დაფუძნებული საწარმოები 1წლის განმავლობაში უზრუნველყოფილნი იქნებიან ექსპერტული მხარდაჭერით დონორი ორგანიზაციების მხრიდან;
მონაწილეებს, რომელთა ბიზნესგეგმაც ვერ გაიმარჯვებს კონკურსში, პროექტის ექსპერტთა გუნდი დაეხმარება მოიძიონ დაფინანსება სხვა შესაძლო წყაროებიდან.
მოქმედი სოციალური საწარმოებისთვის:
საკონსულტაციო მომსახურება მოქმედი სოციალური საწარმოებისთვის
ყოველწლიურად გამოცხადდება კონკურსი „ინდივიდუალური საკონსულტაციო მომსახურება სოციალური საწარმოებისთვის“;
შერჩეული სოციალური საწარმოებისთვის ექსპერტკონსულტანტთა გუნდი შეიმუშავებს მათზე მორგებულ, საკონსულტაციო მომსახურების ინდივიდუალურ პაკეტს.
პრო-ბონო სერვისები
შერჩეულ სოციალურ საწარმოებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ საკონსულტაციო მომსახურება;
წარმატებული „პრო-ბონო საქართველოს“ ქსელის წევრი ბიზნესკომპანიების წარმომადგენლებისგან.
- ამოცანა 2: სოციალური საწარმოებისთვის განვითარების ხელშემწყობი გარემოს შექმნა
საკანონმდებლო ჩარჩოს გაუმჯობესება, სოციალური საწარმოებისთვის ხელმისაწვდომი და მდგრადი დაფინანსების უზრუნველყოფა - მიკროკრედიტები და სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმები, გადამწყვეტი ფაქტორია არსებული სოციალური საწარმოების გამართულად ფუნქციონირების, დამწყებთა მოტივირებისა და ზოგადად, ქვეყანაში სოციალური მეწარმეობის განვითარებისთვის.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია, ერთის მხრივ, სახელმწიფოს მხრიდან სოციალურ საწარმოთა ხელშეწყობის მექანიზმების განვითარება, და მეორეს მხრივ - ბიზნესსექტორთან თანამშრომლობის გაღრმავება.
- ამოცანა 3: სოციალურ საწარმოთა ინტერესების დაცვის, კოორდინირების და გამოცდილების გაზიარების მექანიზმების გაუმჯობესება
სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაციისთვის პროექტის გუნდი მჭიდროდ ითანამშრომლებს სტრატეგიულ პარტნიორ ორგანიზაციებთან, მუნიციპალიტეტებთან და მედიასთან.
სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაცია
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ახალგაზრდებში სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაციას, მოხდება სტუდენტების აქტიური ჩართვა სოციალური მეწარმეობის განვითარების პროცესში. შესაბამისად, დაინტერესებულ ახალგაზრდებს მიეცემათ შესაძლებლობა, ახლოს გაეცნონ სოციალურ საწარმოებს და მოსინჯონ საკუთარი ძალები ამ სფეროში. ამ მიზნით ყოველწლიურად ჩატარდება კონკურსი ,,სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად”;
სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაციის მიზნით საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოეწყობა გამოფენა-გაყიდვები.
სოციალურ საწარმოთა შორის თანამშრომლობის და კოორდინირების მექანიზმები
სოციალურ საწარმოთა შორის კოორდინირების და ინტერესთა დაცვის ერთიანი მექანიზმების განვითარება, სექტორის განვითარებასთან ერთად, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ამ პროცესების ხელშეწყობა და ტექნიკური და ექსპერტული დახმარება, ,,სოციალურ მეწარმეთა ალიანსის” დაფუძნება და გაძლიერება.
სოციალურ მეწარმეთა ყოველწლიური ფორუმი საქართველოში 2012 წლიდან ტარდება. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ მოქმედი სოციალური საწარმოების წარმომადგენლები, სოციალური მეწარმეობის განვითარებაზე მომუშავე ორგანიზაციები, დაინტერესებული საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ხელისუფლების და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები. ყოველწლიურად, ფორუმზე, სოციალური მეწარმეები აჯამებენ სფეროში მიმდინარე მოვლენებს, ათანხმებენ სამომავლო გეგმებს და მსჯელობენ თანამშრომლობის საკითხებზე. 2016-2018 წლებში ფორუმის ორგანიზება განხორციელდება პროექტის ხელშეწყობით.
შემაჯამებელი ვიდეორგოლი პროგრამის შედეგებზე ხელმისაწვდომია ბმულზე.
-
პროექტის შესახებ
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB) და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ (CHCA) ახორციელებენ ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტს “განათლება რეინტეგრაციისთვის - გზა საზოგადოებაში დასაბრუნებლად".
პროექტის მიზნები
პროექტის ძირითადი მიზანი: კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა
პროექტის მიზნები:
- მსჯავრდებულების, ყოფილი მსჯავრდებულების და პრობაციონერების მომზადება შრომის ბაზარზე ინტეგრაციისთვის.
- პროექტის დაინტერესებული მხარეების გაძლიერება, რათა უკეთ მოხდეს კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების საზოგადოებაში ინტეგრაცია ადვოკატირების და მედია კამპანიის წარმოების გზით.
პროექტის მოსალოდნელი შედეგები
- პრობაციონერების, მსჯავრდებულების და ყოფილი მსჯავრდებულების პროფესიული გადამზადება და მათთვის სამუშაო ადგილების შექმნა.
- საუკეთესო საერთაშორისო მოდელის შემუშავება და მთავრობისთვის შეთავაზება პოლიტიკურ დონეზე დიალოგის ინიცირების მიზნით.
- სოციალური საინფორმაციო/მარკეტინგული კამპანიის წარმოება კანონთან კონფლიქტში მყოფ პირთა მიმართ საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების და ქცევის შეცვლის მიზნით.
საგრანტო დაფინანსება
პროექტის ფარგლებში, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა (CSRDG), 2017 წლიდან, სამჯერ გამოაცხადა იდეების კონკურსი „სოციალური საწარმოს დაფუძნების მსურველთათვის“. კონკურსი გამოცხადებული იყო ორი მიმართულებით:
- ლოტი 1. ყოფილი მსჯავრდებულებისა და პრობაციონერების ინტეგრაციის და დასაქმების ხელშეწყობა.
- ლოტი 2. მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია და დასაქმება #16 პენიტენციურ დაწესებულებაში.
პროექტის ფარგლებში დაფინანსდა 8 სოციალური საწარმო.
დონორი
ევროკავშირი
ბიუჯეტი
888 889 ევრო.
-
პროექტის შესახებ
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ლიდერობით ევროკავშირისა და პური მსოფლიოსთვის მხარდაჭერით, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ხორციელდება პროექტი „სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის“.
პროექტი სოციალური მეწარმეობისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნით, საზოგადოებაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების მოგვარებისა და ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვის უნიკალური შესაძლებლობაა. გარდა ამისა, სოციალური მეწარმეობის განვითარებული ეკოსისტემა ხელს შეუწყობს სოციალური სერვისების ხარისხის გაუმჯობესებასა და მდგრადობას, ქვეყანაში დაშორებული ადგილების გამოცოცხლებას, განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას, ტრადიციული კულტურის შენარჩუნებას, გარემოსდაცვითი გამოწვევების მოგვარებასა და სხვ.
პროექტის მიზანი
ქვეყანაში სოციალური მეწარმეობის განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა.
პროექტის ამოცანები
- სოციალურ საწარმოთა სამოქმედო სამართლებრივი გარემოს გაუმჯობესება პოლიტიკურ დიალოგში ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობის ჩართულობით
- სოციალური მიზნების მქონე ბიზნესებისა და სოციალური მეწარმეობის კონცეფციის შესახებ ცნობიერების ამაღლება
- ფართო საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება და სხვადასხვა სექტორის ჩართულობის გაზრდა სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაციაში
- სოციალური საწარმოების საჭიროებებზე მორგებული დაფინანსების მექანიზმების განვითარების მხარდაჭერა, ტექნიკურ დახმარებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა და სოციალურ საწარმოებს შორის ქსელური საქმიანობის წახალისება.
მოსალოდნელი შედეგები
- გაუმჯობესდება სოციალურ საწარმოთა სამოქმედო სამართლებრივი გარემო
- სოციალური მეწარმეობის კონცეფცია მხარდაჭერილი იქნება სხვადასხვა სექტორისა და ფართო საზოგადოების მიერ
- პოლიტიკურ დიალოგში ჩაერთვება ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება
- კახეთსა და გურიაში, ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობით, შეიქმნება და ამოქმედდება საპილოტე მხარდაჭერის მექანიზმები, რომლებიც ხელს შეუწყობენ სოციალური მეწარმეობის განვითარებას რეგიონალურ დონეზე
- სოციალურ საწარმოებს ექნებათ გაუმჯობესებული წვდომა ფინანსებზე
სამიზნე ჯგუფები
- 100 მოქმედი სოციალური საწარმო და 150 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია და საინიციატივო ჯგუფი, რომელიც დაინტერესებულია სოციალური მეწარმეობით
- 80 ბიზნეს კომპანია და ფინანსური ინსტიტუტი
- 2 რეგიონული უნივერსიტეტი
- 600 ახალგაზრდა თბილისსა და რეგიონებში
პროექტის ხანგრძლივობა
36 თვე – 2021 – 2024 წელი
პროექტის ბიუჯეტი
1,142,971 ევრო
პროექტის დონორი
- ევროკავშირი
- პური მსოფლიოსთვის
პროექტის პარტნიორი ორგანიზაციები
- სოციალურ საწარმოთა ალიანსი (SEA)
- სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI)
- საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია (GCDA)
- საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი (DDUG)
- ევროპული ვენჩურული ფილანტროპიის ასოციაცია (EVPA)
- ახალგაზრდობის სააგენტო
პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი საქმიანობისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ ვიდეორგოლი ხელმისაწვდომია ბმულზე.
განხორციელებული პროექტის შედეგების შესახებ მომზადებული ვიდეო ხელმისაწვდომია ბმულზე.
-
პროექტის შესახებ
სოციალური მეწარმეობისა და სოციალური ინვესტიციების განვითარება ეკონომიკური და სოციალური გაძლიერებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.
პროექტის მიზანია სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშემწყობი ეკოსისტემის განვითარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში. აღნიშნული მიზნის მისაღწევად დაგეგმილია ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების განხორციელება, სოციალური ინოვაციის პოპულარიზაცია, გამოცდილების გაზიარება გადაწყვეტილების მიმღები პირებისათვის, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს სოციალური ინვესტორებისა და სოციალური საწარმოების რაოდენობის ზრდასა და თანამშრომლობის გაღრმავებას რეგიონში. ეს კი დაეხმარება სოციალურ საწარმოებს, გააუმჯობესონ თავიანთი სოციალური შედეგები და გაზარდონ სოციალური გავლენა.
საქართველოში სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა მოხდება ვენჩურული ფილანტროპიის მიდგომების გამოყენებით:
ვენჩურული ფილანტროპია (Venture Philanthropy) არის სოციალური გავლენის შექმნის გრძელვადიანი მიდგომა, რომელიც საკუთარ თავში მოიცავს სამი სახის პრაქტიკას. ესენია:
- საჭიროებებზე მორგებული დაფინანსების უზრუნველყოფა;
- საჭიროებებზე მორგებული არაფინანსური მხარდაჭერა ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით;
- სოციალური გავლენის გაზომვა და მართვა.
პროექტის მიზანი
სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშემწყობი გარემოს შექმნა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.
პროექტის ამოცანები
საქართველოში პროექტის ფარგლებში შემდეგი ამოცანების განხორციელებაა დაგეგმილი:
- სოციალური გავლენის მქონე ინვესტიციებისა და ვენჩურული ფილანტროპიის (Venture Philanthropy) პოპულარიზაცია;
- სოციალური ინოვაციების განვითარების მხარდაჭერა.
მოსალოდნელი შედეგები
- საკანონმდებლო გარემოს შესწავლა სოციალური გავლენის მქონე ინვესტიციების განხორიცელების შესაძლებლობების თვალსაზრისით;
- კორპორატიული სექტორის ცნობიერების ამაღლება სოციალური სოციალურის გავლენის მქონე ინვესტიციებისა და ვენჩურული ფილანტროპიის შესახებ;
- დაფუძნდება ფონდი, რომელიც ხელს შეუწყობს სულ მცირე 5 მოქმედი სოციალური საწარმოს განვითარებას. სოციალური საწარმოები მიიღებენ გრძელვადიან, საჭიროებებზე მორგებულ, ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას სოციალური გავლენის გაზრდისა და ფინანსური მდგრადობის გაუმჯობესების მიზნით;
- სოციალური ინოვაციების განვითრების კომპონენტის ფარგლებში დაფუძნდება 4 ახალი სოციალური საწარმო.
პროექტის ხანგრძლივობა
60 თვე (2020 წლის სექტემბერი - 2025 წლის აგვისტო)
პროექტის დონორი:
ევროკომისიის გენერალური დირექტორატი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში (DG NEAR)
პროექტის განმახორციელებლები
ვენჩურული ფილანტროპიის ევროპული ასოციაცია (European Venture Philanthropy Association)
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი
პროექტის ბიუჯეტი
505,500 ევრო