სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

ვიდეოები სოციალურ საწარმოებზე

"ულევი კერამიკა" ხანდაზმულებს აძლიერებს და თაობებს ხელოვნებით აკავშირებს

ევროკავშირისა და CSRDG-ის მხარდაჭერით შექმნილი „ულევი კერამიკა“ სოციალური საწარმოა მარტყოფში, სადაც ხანდაზმულები, ახალგაზრდები და ბავშვები ერთად ქმნიან შემოქმედების, სოციალური კავშირის და თვითრეალიზების სივრცეს. "ულევი" აერთიანებს კერამიკის სახელოსნოს, ვორქშოპებს, რეზიდენციებს, ფესტივალებს, იოგას კურსებს და კინოჩვენებებს. ©2025 - CSRDG

"ულევი კერამიკა" ხანდაზმულებს აძლიერებს და თაობებს ხელოვნებით აკავშირებს

სოციალური საწარმო „დადარი“ - როგორ იქმნება ეკომეგობრული სათამაშოები საქართველოში

ევროკავშირისა და გავლენის ფონდ "აქციოს" მხარდაჭერა აძლიერებს სოციალურ საწარმოს "დადარი". საწარმო ასაქმებს განსხვავებული შესაძლებლობების მქონე და იძულებით გადაადგილებულ პირებს. ქმნის ეკოლოგიურად სუფთა, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო ხის სათამაშოებს, რომელთაც სიხარული მოაქვს, როგორც პატარებისთვის, ისე ზრდასრულებისთვის. ©2025 - CSRDG

სოციალური საწარმო „დადარი“ - როგორ იქმნება ეკომეგობრული სათამაშოები საქართველოში

„დედიკო“ - მარტოხელა დედების გაძლიერებაზე მზრუნველი სოციალური საწარმო

"დედიკოში” იქმნება არა მხოლოდ ნივთები, არამედ ისტორიები - გულით, სიყვარულით და იმედით. ევროკავშირისა და გავლენის ფონდ "აქციოს" მხარდაჭერით, სოციალური საწარმო “დედიკო” ეხმარება ქალებს შეიძინონ ახალი პროფესია, გახდნენ ეკონომიკურად დამოუკიდებელი და აიმაღლონ საკუთარი თავის რწმენა. ©2025 - CSRDG

„დედიკო“ - მარტოხელა დედების გაძლიერებაზე მზრუნველი სოციალური საწარმო

ლიქტიდი - საბავშვო ლიტერატურის ციფრული გზამკვლევი

გაიცანით სოციალური საწარმო „ლიტქიდი“, რომელიც ათასობით მშობელსა და აღმზრდელს ეხმარება ბავშვის ასაკის, ინტერესებისა და განვითარების მიხედვით წიგნების შერჩევაში, მარტივად შეძენასა და კითხვის კულტურის განვითარებაში. "ლიტქიდი" ევროკავშირის, CSRDG-ის და „პური მსოფლიოსთვის“ მხარდაჭერით ავითარებს პლატფორმას და ხელს უწყობს წიგნიერების განვითარებას ახალ თაობაში. ©2025 - CSRDG

ლიქტიდი - საბავშვო ლიტერატურის ციფრული გზამკვლევი

ამიგატო - შენს ფისოზე ზრუნვით გადაარჩინე მიუსაფარი

„ამიგატოს“ ისტორია კატებზე ზრუნვის სურვილით დაიწყო. ევროკავშირის, „პური მსოფლიოსთვის“ და CSRDG-ის მხარდაჭერით, ის გახდა პირველი ქართული ბრენდი, რომელიც კატებისთვის ავეჯს მათ ბუნებრივ ინსტინქტებზე მორგებით ქმნის. მიღებული შემოსავლებით კი სოციალური საწარმო მიუსაფარი ცხოველების ჯანმრთელობაზე ზრუნავს და საზოგადოებაში ჰუმანური მოპყრობის შესახებ ცნობიერებას ზრდის. ©2025 - CSRDG

ამიგატო - შენს ფისოზე ზრუნვით გადაარჩინე მიუსაფარი

ისტორიალი - ქართული კულტურული მემკვიდრეობა თანამედროვე დიზაინში

ევროკავშირისა და "აქციოს" მხარდაჭერით, სოციალური საწარმო „ისტორიალი“ სამკაულებსა და აქსესუარებში აცოცხლებს ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას, ინარჩუნებს ტრადიციულ ხელობას და არქეოლოგიურ აღმოჩენებზე დაფუძნებულ უნიკალურ კოლექციებს ქმნის. ©2025 – CSRDG

ისტორიალი - ქართული კულტურული მემკვიდრეობა თანამედროვე დიზაინში

ისტორიები ცვლილებებზე - ფანტასმაგორია

ევროკავშირისა და #CSRDG-ის მხარდაჭერამ stop-motion ანიმაციას საქართველოში ახალი სიცოცხლე შესძინა. ამ მხარდაჭერის დახმარებით, სტუდია ფანტასმაგორია ისეთ სივრცედ იქცა, რომელიც ახალგაზრდა ანიმატორებს საქართველოში შესაძლებლობას აძლევს ისწავლონ, განვითარდნენ, შექმნან და მათი უნარები მსოფლიო ასპარეზზე გაიტანონ. ©2024 - ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

ისტორიები ცვლილებებზე - ფანტასმაგორია

ისტორიები ცვლილებებზე - ეთნოდიზაინი

ეთნოდიზაინი 350-მდე ოსტატს ეხმარება ნამუშევრების განვითარებასა და რეალიზაციაში. მათი გამორჩეული ინიციატივაა, #CSRDG-ის მიერ მხარდაჭერილი, მოძრავი მაღაზია “Pop-up ეთნოდიზაინი”, რომელიც საქართველოს გარშემო მოგზაურობს და ოსტატებს აძლევს შესაძლებლობას გააცნონ და გაყიდონ თავიანთი პროდუქცია ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში. ©2024 - ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

ისტორიები ცვლილებებზე - ეთნოდიზაინი

ისტორიები ცვლილებებზე - ტენე

“ტენეს” ისტორია გარემოზე ზრუნვის სურვილით დაიწყო. ევროკავშირისა და "აქციოს" მხარდაჭერით, ტენემ პლასტმასის შეგროვება და გადამუშავება გაზარდა, პროცესები კი უფრო ეფექტიანი გახადა. ტენეს მისია გარემოსდაცვით მიზნებზე მეტია. საწარმო იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში, წეროვანში მდებარეობს და მხოლოდ ადგილობრივებს ასაქმებს. ©2024 - ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

ისტორიები ცვლილებებზე - ტენე
segeorgia.org