სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

პროგრამის ვიდეო-გალერეა

სოციალური მეწარმეები

საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ცვლილებების ინიციატორი სოციალური მეწარმეები, მრავალფეროვანი ისტორიების, ინოვაციური იდეების და ინკლუზიური გარემოს შექმნის, ჩამოყალიბებისა და განვითარების ხელშეწყობით არიან დაკავებულები.

სოციალური მეწარმეები

"სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის"

აღმოაჩინე სოციალური მეწარმეობის ძალა, რომელსაც გულანთებული ადამიანები ყოველი ჩვენგანისთვის ქმნიან. გაიგე მეტი, რა ახალი შესაძლებლობები შექმნა პროექტმა, როგორ გააძლიერა სოციალური მეწარმეები და რას ცვლის ერთობლივი ძალისხმევა უკეთესი მომავლის შენების გზაზე. 3-წლიანი მასშტაბური პროექტი ევროკავშირისა და "პური მსოფლიოსთვის" მხარდაჭერითა და CSRDG-ის ლიდერობით, კონსორციუმმა განახორციელა.

"სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის"

სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩების დაჯილდოება 2024

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ორგანიზებით, ევროკავშირის მხარდაჭერითა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პარტნიორობით, 22 თებერვალს ორბელიანების სასახლეში, სოციალური მეწარმეობის საუკეთესო ახალგაზრდა ელჩების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.

სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩების დაჯილდოება 2024

სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩების პროგრამა 2024 - ელჩების საქმიანობა რეგიონებში

სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩებმა 6 თვის განმავლობაში 6 რეგიონის სოფლებსა და თემებში 70-ზე მეტი შეხვედრა გამართეს 1200-ზე მეტ ახალგაზრდასთან - აცნობდნენ სოციალური მეწარმეობის მნიშვნელობას, ატარებდნენ ტრენინგებსა და აქტივობებს, სტუმრობდნენ სოციალურ საწარმოებს და რეგიონების საჭიროებებს ერთად იკვლევდნენ, რათა გაეზარდათ ცნობიერება სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების გრძელვადიანი გადაჭრის შესახებ.

სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩების პროგრამა 2024 - ელჩების საქმიანობა რეგიონებში

უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის

CSRDG-იმ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერითა და პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, სამი წლის განმავლობაში განახორციელა პროექტი „უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“. პროექტის მიზანი იყო გურიაში, კახეთსა და ქვემო ქართლში ადამიანური რესურსების განვითარება რეგიონების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერებისთვის.

უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის

სოციალური საწარმოების B2B გამოფენა 2023

ევროკავშირის და „პური მსოფლიოსთვის“ მხარდაჭერით, CSRDG-მ 27 ოქტომბერს „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ სოციალური საწარმოების B2B გამოფენას უმასპინძლა. მასშტაბური ღონისძიების მიზანი იყო სოციალური საწარმოების, ბიზნესის, საზოგადოებრივი და საჯარო სექტორების პარტნიორობის გაღრმავება და პასუხისმგებლიანი შესყიდვების ხელშეწყობა მეტი სოციალური და ეკოლოგიური გავლენისთვის.

სოციალური საწარმოების B2B გამოფენა 2023

სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩების დაჯილდოება 2023

CSRDG-ს ორგანიზებით, ევროკავშირის მხარდაჭერითა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პარტნიორობით, 24 მარტს ორბელიანების სასახლეში სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.

სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩების დაჯილდოება 2023

გახდი სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩი! - II ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო

გახდი სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩი! თუ ხარ 18-29 წლის და ცხოვრობ საქართველოში - ჩაერთე პროგრამაში, გახდი ცვლილებების ინიციატორი და დაეხმარე შენი რეგიონის სოციალური და გარემოსდაცვითი გამოწვევებს გადაჭრაში.

გახდი სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩი! - II ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო

სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩები 2023

CSRDG-მ სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩები ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და შიდა ქართლში შეარჩია. მათი მიზანი იყო სოფლად მცხოვრები ახალგაზრდებისა და მოსახლეობისთვის სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაცია, როგორც ადგილობრივი სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური გამოწვევების გრძელვადიანი გადაწყვეტის გზა.

სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩები 2023
segeorgia.org