შედეგები და მიღწევები
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მიერ, 2022 წლის 30 სექტემბერსა და 1-ელ ოქტომბერს სოციალურ საწარმოთა რიგით მე-3 B2B გამოფენა გაიმართა.
გამოფენა მიზნად ისახავდა სოციალურ საწარმოებსა და ბიზნეს კომპანიებს, ასევე სხვადასხვა სექტორს შორის საქმიანი ურთიერთობების გაღრმავებას, სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაციასა და სოციალური საწარმოების განვითარების ხელშეწყობას საქართველოში.
გამოფენაში მონაწილეობა ჯამში 47-მა სოციალურმა და მწვანე საწარმომ მიიღო, მათგან 11 სერვისების მიმწოდებელი, ხოლო 36 პროდუქციის მწარმოებელი საწარმო იყო.
გამოფენაში ჩაერთო 71 ბიზნეს კომპანიის, 35-მა საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის, 14 სახელმწიფო და საერთაშორისო ინსტიტუტისა და 8 სასწავლო დაწესებულების წარმომადგენელი. შედეგად, გამოფენის ფარგლებში 177 წარმატებული B2B შეხვედრა შედგა.
ღონისძიების შედეგად:
-
27 სოციალურ საწარმოს გაეწია ინდივიდუალური პრო ბონო მხარდაჭერა ბიზნეს კომპანიების მიერ;
-
საწარმოებმა შეძლეს პროდუქციის რეალიზება ადგილზე, და გაფორმდა საპარტნიორო კონტრაქტები 70’000 ლარის მოცულობით.
-
შედგა ისეთი თანამშრომლობები, რომლებიც გრძელვადიან პერსპექტივაში საწარმოებს გაუზრდის პროდუქციის რეალიზაციის შესაძლებლობას.
-
ბიზნესების მხრიდან მოხდა საწარმოების ტექნიკური მხარდაჭერა, რაც გულისხმობს საწარმოებისთვის საიმიჯო ვიდეორგოლების გადაღებას, ბრენდინგის პროცესებში მხარდაჭერასა და კომუნიკაციის გეგმების განვითარებას.
გამოფენაში მონაწილეობა ასევე მიიღეს ევროკავშირის ახლადდანიშნულმა ელჩმა და ქ. თბილისის მერმა.
ბიზნეს კომპანიებსა და სოციალურ საწარმოებს შორის თანამშრომლობის წარმატებული მაგალითია მაღაზიათა ქსელ სპარის მიერ, ეკომეგობრული სოციალური საწარმო ტენესა და ვაშლის ჩიფსების მწარმოებელ საწარმო ჩემპს შორის შემდგარი თანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც, სოციალური საწარმოების პროდუქტი გაიყიდება სპარის მაღაზიათა ქსელში საქართველოსა და თბილისის მასშტაბებით.
გარდა საწარმოებსა და ბიზნეს კომპანიებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა, გამოფენის შედეგად უშუალოდ სოციალურ საწარმოებს შორისაც განვითარდა პარტნიორული ურთიერთობები, როგორც ფინანსური, ისე არაფინანსური. ამ ინდივიდუალური პარტნიორობების შესახებ ჩვენი ბლოგების ველში მოგიყვებით.
მხარდამჭერები
B2B გამოფენა CSRDG-ის ინიციატივით 2017 წლიდან იმართება. ღონისძიების მხარდამჭერია ევროკავშირი და პური მსოფლიოსთვის, პროექტის „სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ ფარგლებში.
წელს, მხარდამჭერები ასევე იყვნენ - თბილისის მერია, EFSE Development Facility, ვერცხლის სპონსორი - Exolot Investments, მედია პარტნიორი - BMG, სერვის პარტნიორი - ნაბეღლავი.
მონაწილე სოციალური საწარმოები
2022 წლის რიგით მე-3 სოციალურ საწარმოთა B2B გამოფენის მონაწილე სოციალური საწარმოების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ ბმულზე.
დონორები და პარტნიორები
კონსულტაცია
B2B ღონისძიების გამართვა 2023 წელსაც იგეგმება. იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული ხართ პარტნიორობით, ან გაქვთ ღონისძიების შინაარსთან დაკავშირებული შეკითხვები, შესაძლებლობა გაქვთ კონსულტაცია ჩანიშნოთ ჩვენი გუნდის წევრებთან და მიიღოთ მეტი ინფორმაცია.
კონსულტაციის ჩანიშვნა შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე.