სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

B2B Q&A

  • B2B ინგლისური სიტყვათა შეთანხმების აბრევიატურაა და თავის თავში მოიაზრებს ბიზნესი-ბიზნესისთვის ტიპის ურთიერთობებს (Business to Business), რაც შეიძლება გულისხმობდეს ბიზნესებს შორის პროდუქციის, სერვისის ან ინფორმაციის გაცვლას.

    სოციალური და მწვანე საწარმოების თვალსაზრისით, "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG)"  B2B პარტნიორობას მოიაზრებს, როგორც თანამშრომლობის გაღრმავების მექანიზმს საშუალო და მსხვილ ბიზნესებსა და მცირე საწარმოებს შორის, რომელთაც აქვთ მკვეთრად გამოხატული სოციალური ან/და გარემოსდაცვითი მისია.

  • ჩვენი გუნდი, B2B პარტნიორობას აღიქვამს, როგორც საშუალო და მსხვილი ბიზნეს კომპანიების მხრიდან, სოციალური და მწვანე საწარმოების გაძლიერების პროცესში ჩართულობას.

    ჩართულობის მექანიზმი სხვადასხვა ბიზნესის მხრიდან შესაძლოა განსხვავებული იყოს და ძირითადად ხორციელდება სამი მიმართულებით:

    • თანამშრომლობა მიწოდების ჯაჭვში - საქმიანობების თანმიმდევრობა, რომელიც ორგანიზაციას/კომპანიას სოციალური საწარმოების მიერ დამზადებული პროდუქტებითა და/ან მომსახურეობით უზრუნველყოფს. 
    • ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმი - ბიზნეს სექტორის მხრიდან სოციალური საწარმოების გაძლიერება ფინანსური ჩართულობით, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში.
    • ტექნიკური მხარდაჭერის მექანიზმი - ბიზნეს სექტორის მიერ სოციალური და მწვანე საწარმოებისთვის პრო-ბონო ექსპერტული მხარდაჭერით გაძლიერება (ტრენინგები, კონსულტაციები, მენტორინგი, ა.შ.).  

  • B2B გამოფენაში მონაწილეობა შეუძლიათ იურიდიულ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მთავარ კრიტერიუმს, რომელიც გულისხმობს სოციალური ან გარემოსდაცვითი გავლენის შექმნას სამეწარმეო მიდგომის მეშვეობით.

    საწარმოს იურიდიული ფორმა შეზღუდული არ არის, თუმცა, სხვა კრიტერიუმებთან ერთად, როგორებიცაა წარმოებითუნარიანობა, B2B პარტნიორობების გამოცდილების ისტორია, ბრუნვა, მასშტაბი და ა.შ., ვითვალისწინებთ იურიდიული პირების წესდებაში სოციალური ან/და გარემოსდაცვითი მიზნის მკაფიო ფორმულირებას. ზოგიერთ იურიდიულ პირს კი არ მოეთხოვება საწესდებო დოკუმენტის ქონა სამეწარმეო საქმიანობის წარმოებისათვის.

  • CSRDG დაინტერესებულ მხარეებს სთავაზობს ინდივიდუალურ 1 საათიან საკონსულტაციო შესაძლებლობებს სფეროს პროფესიონალებთან.

    საკონსულტაციო პორტფელი ფარავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა სოციალური მეწარმეობის არსი, არსებული ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის შესაძლებლობები, B2B პარტნიორობა, თანამშრომლობა უნივერსიტეტებთან და სხვა.

    კონსულტაციის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონული, ინტერაქციული კალენდრის მეშვეობით შესაბამის პროფესიონალთან ბმულზე.

segeorgia.org