სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

ტენდერი ინდივიდუალური პირებისთვის - ბიზნესის ჩართულობის სპეციალისტი

პოზიციის აღწერა

პოზიცია: ბიზნესის ჩართულობის სპეციალისტი.

სამუშაოს პერიოდი: 1-ლი სექტემბერი - 31 ოქტომბერი, 2023 (2 თვე).

სამუშაო ადგილი: ჰიბრიდული, CSRDG ოფისი.

რეპორტინგი: B2B პარტნიორობის პროექტის მენეჯერთან.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 21 ივლისი, 2023.

2023 წლის 27 ოქტომბერს, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) პარტნიორ ორგანიზაციებთან და კომპანიებთან ერთად, ევროკავშირისა და პური მსოფილიოსთვის ფინანსური მხარდაჭერით მართავს სოციალური საწარმოების B2B გამოფენას. გამოფენა მიზნად ისახავს სოციალურ საწარმოებსა და ბიზნეს სექტორს შორის პარტნიორობის ხელშეწყობას, კომპანიებში პასუხისმგებლიანი შესყიდვების პრაქტიკის დანერგვასა და განვითარებას მეტი სოციალური და გარემოსდაცვითი გავლენის უზრუნველსაყოფად.

მიზნის უზრუნველსაყოფად, B2B გამოფენის ფარგლებში გათვალისწინებულია სოციალური და მწვანე საწარმოების მრავალკომპონენტიანი მხარდაჭერა. კერძოდ:

კომპონენტი 1: B2B გამოფენისთვის შერჩეული სოციალური და მწვანე საწარმოებისთვის ერთ-დღიანი ღონისძიების ორგანიზება ორ ნაკადად, რომელიც მოიცავს სემინარს სოციალური საწარმოების მიერ წარმატებული B2B შეთავაზებების მოსამზადებლად, B2B მოლაპარაკების ხელოვნებაზე და ვორქშოფს მონაწილე საწარმოების მიერ B2B შეთავაზებების ადგილზე მოსამზადებლად.

კომპონენტი 2: B2B შეხვედრების თვალსაზრისით, თითოეული ბიზნესიდან მინიმუმ 3 ინდივიდუალური შეხვედრის ჩანიშვნა პროფილით მსგავს, ან საქმიანობით/ინტერესით დაკავშირებულ სოციალურ ან/და მწვანე საწარმოებთან (B2B გამოფენის შერჩეულ მონაწილე საწარმოებთან)

კომპონენტი 3: ინდივიდუალური პრო ბონო კონსულტაციის გაწევა ბიზნეს სექტორიდანღონისძიების შემდგომ, მინიმუმ 5 წარმატებული სოციალური საწარმოსთვის.

ბიზნესის ჩართულობის სპეციალისტი აქტიურად იმუშავებს CSRDG-ის სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამის გუნდთან, B2B პარტნიორობის პროექტის მენეჯერის სუპერვაიზინგის ფარგლებში და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩამოთვლილი სამი კომპონენტის წარმატებულ განხორციელებაში.