სოციალური საწარმოების B2B პარტნიორობის გამოფენა
„საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" CSRDG ევროკავშირისა და პური მსოფლიოსთვის მხარდაჭერით, 27 ოქტომბერს მართავს სოციალური საწარმოების მე-4, მასშტაბურ და გავლენაზე ორიენტირებულ B2B გამოფენას.
ღონისძიების მიზანია
სოციალურ საწარმოებსა და ბიზნეს სექტორს შორის პარტნიორობის ხელშეწყობა, პასუხისმგებლიანი შესყიდვების პრაქტიკის დანერგვა და განვითარება მეტი სოციალური და გარემოსდაცვითი გავლენის უზრუნველსაყოფად.
ღონისძიებაში ერთვებიან წარმომადგენლები ბიზნეს კომპანიებიდან, სოციალური საწარ- მოებიდან, დიპლომატიური კორპუსისდან, მედიიდან, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან.
B2B პარტნიორობის გამოფენა არის უნიკალური შესაძლებლობა
- ერთ სივრცეში გაეცნოთ 50 წარმატებულ სოციალურ საწარმოს, მათ პროდუქციასა და მომსახურებას, მათ შორის საწარმოებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
- ინდივიდუალურად შეხვდეთ სოციალურ მეწარმეებს B2B საპარტნიორო სივრცეში.
- დაგეგმოთ ან გააღრმავოთ სამომავლო თანამშრომლობა სოციალურ საწარმოებთან.
- დანერგოთ ან გააღრმავოთ კომპანიის პასუხისმგებლიანი შესყიდვის პრაქტიკა.
- შექმნათ მდგრადი დადებითი გავლენა სოციალურ და გარემოს- დაცვით სფეროებში.
როგორ შეიძლება გახდეთ ჩვენი პარტნიორი?
B2B პარტნიორობის გამოფენაში ბიზნესები ასევე ერთვებიან სპონსორების ამპლუაში. არსებობს ვერცხლის, ოქროს და სერვის სპონსორის ინდივიდუალური შეთავაზებები დაინტერესებული ბიზნეს კომპანიებისათვის. ვერცხლის და ოქროს სპონსორობა ღონისძიების ხარჯებში ფულად კონტრიბუციას ითვალისწინებს, სერვის სპონსორობის შემთხვევაში კი კომპანია თავისი რესურსებით უჭერს ღონისძიებას მხარს (ეს შეიძლება იყოს საკომუნიკაციო პროდუქტით, ვიდეო-ფოტო გადაღებით, 3D მოუშენით, სოციალური საწარმოების ვირტუალური ტურით, ღონისძიების საჭირო საგამოფენო ინვენტარით, ლედ ეკრანით, ხმის სიტემით, ლაივსტრიმით ან სხვა მსგავსი სახით ღონისძიების უზრუნველყოფა და ა.შ.).
B2B გამოფენა 2022 თვალის ერთი გადავლებით
B2B გამოფენას CSRDG 2017 წლიდან მართავს. 2022 წელს B2B გამოფენის შედეგად:
- შედგა 177 B2B შეხვედრა;
- გაფორმდა 70'000 ლარის საპარტნიორო კონტრაქტები;
- გაძლიერდა 47 სოციალური და მწვანე საწარმო;
- ღონისძიებაში ჩაერთო 600-მდე სტუმარი ბიზნეს და საზოგადოებრივი სექტორებიდან, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.
დაინტერესდით პარტნიორობით?
საკონტაქტო პირი: გიგა ჩიტიშვილი - B2B პარტნიორობის პროექტის მენეჯერი - giga.chitishvili@csrdg.ge
ან დაგვიტოვეთ შეტყობინება ელექტრონული ფორმის მეშვეობით