სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

B2B გამოფენა 2022

სოციალური საწარმოების B2B გამოფენა

30 სექტემბერს - 1 ოქტომბერს რიგით მესამე მასშტაბური და გავლენაზე ორიენტირებული სოციალური საწარმოების B2B გამოფენა გაიმართება. 

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) და სოციალურ საწარმოთა ალიანსი (SEA) იწვევენ სოციალურ საწარმოებს B2B გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად.

 

თარიღი

30 სექტემბერი-1 ოქტომბერი

 

ადგილი

რედისონ ბლუ ივერია, თბილისი 

 

ეს არის უნიკალური შესაძლებლობა

სოციალური საწარმოებისთვის: 

  • წარმოადგინონ პროდუქცია და სერვისები ერთ სივრცეში და დაამყარონ მჭიდრო საქმიანი ურთიერთობები წამყვან ბიზნეს კომპანიებთან;
  • სოციალურმა საწარმოებმა გაიცნონ და გააღრმავონ პარტნიორობა ერთმანეთთან;
  • გამოფინონ და მომხმარებლებს შესთავაზონ თავიანთი პროდუქცია/სერვისი.

ბიზნესებისთვის:

  • გაეცნონ 50-მდე სოციალური საწარმოს მრავალფეროვნებას, დანერგონ და/ან განავითარონ პასუხისმგებლიანი შესყიდვების პრაქტიკა;
  • შექმნან მდგრადი დადებითი გავლენა სოციალურ და გარემოსდაცვით სფეროებში.

 

დაინტერესებული სოციალური საწარმოებისთვის

დაინტერესებულ სოციალურ საწარმოებს CSRDG ღონისძიებისთვის სთავაზობს მრავალკომპონენტიან მხარდაჭერას:

  • მასტერკლასი „ბიზნეს შეთავაზების/პრეზენტაციის“ (ე.წ. Pitch deck masterclass) მოსამზადებლად ბრიტანელი პროფესიონალისგან;
  • მენტორინგის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ინდივიდუალურად ბიზნესმენტორებთან მუშაობას ბიზნეს შეთავაზებების მაღალ დონეზე მოსამზადებლად და გამოფენაზე წარსადგომად;
  • გამოფენაში მონაწილეობა, რომელსაც 100-ზე მეტი ბიზნეს კომპანია დაესწრება;
  • ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან ინდივიდუალური B2B შეხვედრების შესაძლებლობა;
  • საშემოდგომო მარკეტში მონაწილეობა, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის B2B გამოფენის მეორე დღეს, 1-ელ ოქტომბერს გაიმართება. საწარმოებს ექნებათ შესაძლებლობა გაზარდონ  შემოსავლები და გაყიდვები.

 

მიზანი

გამოფენის მიზანია სოციალურ საწარმოებსა და ბიზნეს კომპანიებს, ასევე სხვადასხვა სექტორს შორის საქმიანი ურთიერთობების გაღრმავება, სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაცია და სოციალური საწარმოების განვითარების ხელშეწყობა საქართველოში.

 

ფორმატი

B2B გამოფენაზე ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლები შეხვდებიან სოციალურ მეწარმეებს და მათი ინტერესების შესაბამისად აწარმოებენ მოლაპარაკებებს მათთან სამომავლო თანამშრომლობაზე. ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ მოწინავე ქართული სოციალური საწარმოების მრავალფეროვან პროდუქციასა და მომსახურებას ერთ სივრცეში.

გაითვალისწინეთ: მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ადგილები შეზღუდულია. სოციალური საწარმოების შერჩევა მოხდება შესაბამისი კრიტერიუმების მიხედვით. უპირატესობა მიენიჭება წარმადობას, მდგრადობას, პროდუქციის წარმოების რაოდენობასა და ა.შ.

 

რეგისტრაცია

რეგისტრაცია მიმდინარეობს 25 ივლისის ჩათვლით. (სოციალური საწარმოების რეგისტრაციის პროცესი დასრულებულია).

რეგისტრაცია შესაძლებელია ბმულის მეშვეობით:

 

მონაწილეობის საფასური

გამოფენაში მონაწილეობის საფასურია 100 ლარი. სოციალური სერვისების მიმწოდებელი სოციალური საწარმოები გათავისუფლებულები არიან მონაწილეობის საფასურისაგან.

 

გამოფენის შესახებ

B2B გამოფენა CSRDG-ის ინიციატივით 2017 წლიდან იმართება. ღონისძიების მხარდამჭერია ევროკავშირი და პური მსოფლიოსთვის, პროექტის „სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ ფარგლებში, რომელსაც CSRDG “სოციალურ საწარმოთა ალიანსთან” და პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს.

 

გამოფენის მონაწილეები

2022 წლის B2B გამოფენის მონაწილეები და მათ შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე:

 

გამოფენის შედეგები

გამოფენის შედეგების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ქვემოთ მითითებულ ბმულზე

 

კითხვების შემთხვევაში

ტელეფონი (+995)591086846; ელ-ფოსტა se@csrdg.ge;

ან ჩანიშნეთ კონსულტაცია პასუხისმგებელ პირთან

 

იხილეთ 2017 წლის B2B გამოფენის საიმიჯო ვიდეორგოლი.

B2B გამოფენის დონორები და პარტნიორები