სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

იდეების სკოლა

იდეების სკოლის შესახებ

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სოციალური მეწარმეობით დაინტერესებულ პირებს და ორგანიზაციებს სთავაზობს დაფინანსების შესაძლებლობას დამწყები (START-UP) სოციალური საწარმოს იდეების  საგრანტო კონკურსის ფარგლებში.

იმისათვის, რომ სოციალური მეწარმეობით დაინტერესებულმა პირებმა განავითარონ თავიანთი სოციალური საწარმოების ბიზნეს გეგმა, საკომუნიკაციო მექანიზმები, დაგეგმონ, მართონ და განავითარონ სოციალური შედეგები, ცენტრის გუნდი, იდეების კონკურსში შერჩეული მონაწილეებისათვის მართავს რამდენიმე კვირიან ინტენსიურ იდეების სკოლას (SEDL).

 

იდეების სკოლის სატრენინგო თემები

  • სოციალური მეწარმეობის შესავალი კური;
  • სოციალური საწარმოების ბიზნეს დაგეგმარება და მართვა;
  • მარკეტინგი, პროდუქტის განვითარება და გაყიდვები;
  • სოციალური და ეკონომიკური შედეგების შეფასება;
  • სოციალური საწარმოებისთვის რესურსების მობილიზება;
  • სოციალური საწარმოების იურიდიული საკითხები და სხვა;
  • სოციალური საწარმოს მენეჯმენტი და ლიდერობა.

 

ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმები

დამატებითი ინფორმაცია CSRDG-ის მიერ დამწყები სოციალური მეწარმეებისთვის არსებულ შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომია ბმულზე:

 

კონსულტაცია დაინტერესებული მხარეებისთვის

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ ჩანიშნოთ კონსულტაცია ჩვენი გუნდის წევრებთან.

ანა ილურიძე - სოციალური საწარმეობის პორტფელის მენეჯერი

გიორგი ბურდული - სოციალური საწარმოების პორტფელის მენეჯერი