ანა ილურიძე
სოციალური საწარმეობის პორტფელის მენეჯერი
-
საკონსულტაციო საკითხები:
- ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა
- სოციალური მეწარმეობის იდეების სკოლა
- სოციალური საწარმოს დაფუძნება
ბიოგრაფია
ანა ილურიძეს აქვს სამოქალაქო და საჯარო სექტორში მუშაობის 12 წლიანი გამოცდილება. ის არის ორი სოციალური საწარმოს თანადამფუძნებელი და აქვს სოციალური საწარმოს მართვის პრაქტიკული გამოცდილება. 2017 წლიდან, ანა იკავებს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) გრანტებისა და პორტფელის მენეჯერის პოზიციას. მისი საქმიანობა მოიცავს სოციალური საწარმოების დაფუძნების და გაძლიერების ხელშეწყობას, საგრანტო კონკურსების, საგანმანათლებლო და საკონსულტაციო აქტივობების მეშვეობით. ანა ფლობს ბიზნესისა და მენეჯმენტის ბაკალავრის ხარისხს და ამჟამად იცავს სოციალური ფსიქოლოგიის სამაგისტრო ხარისხს.