სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

ფინანსური მხარდაჭერის და საგრანტო პროგრამები

ფინანსური მხარდაჭერის ტიპები

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) სოციალური მეწარმეობით დაინტერესებულ ორგანიზაციებს უქმნის შესაძლებლობას მიიღონ დაფინანსება ორი მიმართულებით (1) არსებული სოციალური საწარმოს განვითარება; (2) ახალი სოციალური საწარმოს დაარსება; (3) სხვა შესაძლებლობები.

 

განვითარების საგრანტო კონკურსი არსებული სოციალური მეწარმეებისათვის

განვითარების საგრანტო კონკურსი მიზნად ისახავს საქართველოს მასშტაბით მხარი დაუჭიროს მოქმედ სოციალურ  საწარმოების საქმიანობის გაფართოვებას და განვითარებას, რომლებსაც უკვე აქვთ ხელშესახები სოციალური გავლენა და ეკონომიკური შემოსავლები. კონკურსში ასევე  დაიშვება კოვიდ (COVID-19) პანდემიით გამოწვეული ახალ რეალობასთან გამკლავების და კრიზისის დაძლევის მიზნით შემოსული განაცხადები.

განვითარების საგრანტო კონკურსში მონაწილეობა

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს:

  • არამომგებიანი (არასამეწარმეო) იურიდიული პირის სტატუსის მქონე სოციალურ საწარმოს;
  • სამეწარმეო იურდიული სტატუსის (მაგ: შპს) მქონე სოციალური საწარმოს, რომლის სადამფუძნებლო და საწესდებო დოკუმენტში ნათლად ჩანს სოციალური მისიის უპირატესობა;
  • სოციალურ საწარმოს რომლის საქმიანობის ბოლო ორ წელიწადში შემოსავლების სულ მცირე 50% მიღებულია სამეწარმეო საქმიანობიდან;
  • სოციალურ საწარმოს რომლის საქმიანობის გამოცდილება აღემატება 2 წელს და აქვს ხელშესახები სოციალური შედეგები;

განვითარების საგრანტო კონკურსის დაფინასნების მოცულობა  

8000 ევროს ექვივალენტი ლარში თითოეულ ინიციატივაზე.

განვითარების საგრანტო კონკურსის საკონტრაქტო პერიოდი

3-5 წელი.

 

დამწყები (Start-up) სოციალური საწარმოს იდეების  საგრანტო კონკურსი

დამწყები სოციალური მეწარმეობის საგრანტო კონკურსის მიზანია მდგრადი სოციალური საწარმოების დაფუძნების ხელშეწყობა საინიციატივო ჯგუფებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის გზით. 

დამწყები (Start-up) საგრანტო კონკურსში მონაწილეობა

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს:

  • საქართველოს მასშტაბით მოქმედ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს;
  • არამომგებიანი (არასამეწარმეო) იურიდიული პირის სტატუსის მქონე დამწყებ სოციალურ საწარმოს;
  • საქართველოს მასშტაბით  სოციალური მიზნით შექმნილ საინიციატივო ჯგუფებს;
  • კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სოციალური საწარმოს იდეის ინიციატორი და განმახორციელებელი უნდა იყოს საზოგადოებრივი ორგანიზაციის ან საინიციატივო ჯგუფის სულ  მცირე 2 წევრისაგან შემდგარი გუნდი, რომელთა ასაკი აღემატება 18 წელს.

დამწყები (Start-up) საგრანტო კონკურსის ეტაპები

დამწყები სოციალური მეწარმეობის საგრანტო კონკურსი ტარდება ორ ეტაპად.

საგრანტო კონკურსის I ეტაპი: იდეების კონკურსის გამოცხადება და განაცხადების მიღება; საინფორმაციო შეხვედრები და სემინარები დაინტერესებულ მხარეებთან;

საგრანტო კონკურსის II ეტაპი: კონკურსის მეორე ეტაპზე გადასული იდეების ავტორები  მონაწილებას იღებენ სოციალური მეწარმეობის განვითარების სკოლაში (SEDL).

სატრენინგო თემები:

  • სოციალური მეწარმეობის შესავალი კური;
  • სოციალური საწარმოების ბიზნეს დაგეგმარება და მართვა;
  • მარკეტინგი, პროდუქტის განვითარება და გაყიდვები;
  • სოციალური და ეკონომიკური შედეგების შეფასება;
  • სოციალური საწარმოებისთვის რესურსების მობილიზება;
  • სოციალური საწარმოების იურიდიული საკითხები და სხვა;
  • სოციალური საწარმოს მენეჯმენტი და ლიდერობა;

დამწყები (Start-up) საგრანტო კონკურსის დაფინანსების მოცულობა

14000 ევრო ერთეულ ინიციატივაზე.

დამწყები (Start-up) საგრანტო კონკურსის საკონტრაქტო პერიოდი

2-3 წელი.

 

სხვა შესაძლებლობები

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითრების ცენტრი (CSRDG) სოციალური მეწარმეობის საჭიროებების შეფასების შედეგად და სოციალური საწარმოების მხარდაჭერისთვის  პერიოდულად აცხადებს   კონკრეტულ საქმიანობის სფეროსა და რეგიონზე მიმართულ საგრანტო კონკურსებს, ასეთებია:

  • საგრანტო კონკურსი რომელიც ეხმიანება კოვიდ 19 პანდემიის ფონზე გაჩენილ ახალი შესაძლებლობებს ორი ძირითადი მიმართულებით 1) სოციალური საწარმოს განვითარება - რაც გულისხმობს  საწარმოს პროდუქტის ან მომსახურების დახვეწას, ახალი მიდგომით საქმიანობის გაგრძელებას, ტექნოლოგიურ და ინტერნეტ სივრცის გამოყენებას, სამუშაო პროცესში ცვლილებების შეტანას და ა.შ;  2) სოციალური საწარმოს გაფართოვება - რაც გულისხმობს ახალი პროდუქტის/მომსახურების შექმნას, ახალი რეგიონის ათვისებას, საერთაშორისო ბაზარზე გასვლას და ა.შ.
  • შრომითი ინტეგრაციის სოციალური მეწარმეობის საგრანტო კონკურსი, რომლის მიზანია, შრომითი ინტეგრაციის სოციალური საწარმოების ინიცირების ან/და განვითარების  მხარდაჭერა, შრომის ბაზარზე ნაკლებად კონკურენტული, მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგნელების  ეფექტური დასაქმების  და ინტეგრაციის მიზნით.

სხვა შესაძლებლობების საგრანტო დაფინასნების ოდენობა

8000-14000 ევრო.

სხვა შესაძლებლობების საკონტრაქტო პერიოდი

2-5 წელი.

 

კონსულტაცია დაინტერესებული მხარეებისთვის

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ ჩანიშნოთ კონსულტაცია ჩვენი გუნდის წევრებთან.

ანა ილურიძე - სოციალური საწარმეობის პორტფელის მენეჯერი

გიორგი ბურდული - სოციალური საწარმოების პორტფელის მენეჯერი

 

სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) პროგრამული პრიორიტეტია 2009 წლიდან. პროგრამის მიზანია საქართველოში სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა. აღნიშნული მიზნის მისაღწევად ცენტრი დაინტერესებული პირებისა და ორგანიზაციებისთვის მართავს ტრენინგებსა და კონსულტაციებს. დამწყები და მოქმედი სოციალური საწარმოების მხარდაჭერის მიზნით აცხადებს საგრანტო კონკურსებს, ხოლო გამარჯვებულ ორგანიზაციებს საქმიანობის პროცესში ორგანიზაციულ, ფინანსურ, მარკეტინგულ და საკანონმდებლო საკითხებზე უწევს ინტენსიურ კონსულტაციებს.

პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს.