სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი რობაქიძის უნივერსიტეტთან

თანამშრომლობის მემორანდუმი რობაქიძის უნივერსიტეტსა და CSRDG-ს შორის

„საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრსა“ და “გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის მიზანია მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობა, რომელიც გულისხმობს CSRDG-სა და უნივერსიტეტის ერთობლივი ძალისხმევით სოციალური მეწარმეობის კონცეფციის სწავლების დანერგვას აკადემიურ უმაღლეს განათლებაში, სტუდენტების პროფესიული მომზადებისთვის ხელის შეწყობა, სოციალური მეწარმეობის მიმართულებით სტუდენტებისთვის აკადემიურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდასა და სტუდენტების მიერ მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკული საქმიანობით განმტკიცება, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება, კვალიფიციური კადრების მომზადება, საერთო ადგილობრივი პროექტების/შეხვედრების განხორციელებასა და ორგანიზება.

 

მემორანდუმის ფარგლებში

 

  1. გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ცენტრის თანამშრომლების მიერ ჩატარდება საინფორმაციო სემინარები და შეხვედრები სოციალური მეწარმეობის თემაზე;
  2. გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალსა და CSRDG-ს თანამშრომლების შორის შედგება გამოცდილებების გაზიარების ვორქშოფები/შეხვედრები/სემინარები, რაც ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის გადამზადებას სოციალური მეწარმეობის მიმართულებით (ასეთის საჭიროების შემთხვევაში);
  3. გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში შესაძლოა დაინერგოს სოციალური მეწარმეობის არჩევითი აკადემიური კურსი ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის;
  4. გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში მოეწყობა საინფორმაციო შეხვედრები ცენტრის სოციალური მეწარმეობის პროგრამის ფარგლებში არსებული შესაძლებლობების გასაზიარებლად უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის;
  5. გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში განხორციელდება სხვადასხვა აქტივობები მხარეების ერთობლივი ორგანიზებით, რაც ხელს შეუწყობს სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაციას უნივერსიტეტის სტუდენტებში.

 

მემორანდუმის მოქმედების ვადა

მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 3 წლიანი ვადით გაფორმდა.

 

კონსულტაცია სასწავლო რესურსების და უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის თაობაზე

დაინტერესებულ მხარეებს, უნივერსიტეტებს, ორგანიზაციებსა და პირებს შეგიძლიათ ჩანიშნოთ კონსულტაცია ჩვენი გუნდის წევრთან, რომელიც სასწავლო რესურსების განვითარების კომპონენტს და უნივერსიტეტებთან თანამშრომლობას კურირებს.