სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

გამოცხადდა იდეების საგრანტო კონკურსი დამწყები სოციალური საწარმოებისთვის

კონკურსის შესახებ

 

"საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" (CSRDG) აცხადებს დამწყები სოციალური საწარმოებისთვის იდეების საგრანტო კონკურსს.

კონკურსში ჩართვა შეუძლია სასტარტო (Start-up) ეტაპზე მყოფ და ახალ სოციალურ საწარმოებს, რომლებიც საჭიროებენ დამატებით რესურსებს, რათა განახორციელონ ინოვაციური იდეები და შექმნან მდგრადი სოციალური საწარმო.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღებისათვის სავალდებულოა მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსების მინიმუმ 10% -იანი ფინანსური თანამონაწილეობა.

 

განაცხადის წარდგენა


სოციალური საწარმოს განაცხადის ფორმის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონულად, ელ. ფოსტის საშუალებით, მისამართზე: social.enterprise.ge@gmail.com

გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას სათაურში მიუთითეთ: "დამწყები სოციალური საწარმოს იდეის განაცხადი".

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2022 წლის 8 დეკემბერი, 18:00 სთ.

 

დეტალური ინფორმაციისთვის

 

 

საკონსულტაციო შეხვედრა ონლაინ სივრცეში


დაინტერესებულ პირებთან საკონსულტაციო შეხვედრა ჩატარდება ონლაინ, Zoom- პლატფორმის გამოყენებით, 11 და 28 ნოემბერს, 11:00 საათზე.

შეხვედრაზე რეგისტრაციის ლინკის მისაღებად დააჭირეთ:

 

საინფორმაციო შეხვედრა ფიზიკურ სივრცეში

 

კონკურსის I ეტაპზე, განაცხადების მიღების დასრულებამდე, ჩატარდება საინფორმაციო შეხვედრა თელავში, კახეთში.

თარიღი: 8 ნოემბერი,  15:00-17:00 საათი

მისამართი: ქალაქი თელავი, 2200, ილია ჭავჭავაძის გამზირი N160, კახეთის მედია ცენტრის ოფისი.

 

გამოგვყევი სოციალურ მედიაში

 

პროექტის შესახებ

 

2021 წლის მარტში, ევროკავშირისა და "პური მსოფლიოსთვის" მხარდაჭერით დაიწყო 36-თვიანი პროექტი "სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის, რომელსაც ახორციელებს "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" (CSRDG), პარტნიორ ორგანიზაციებთან - "სოციალურ საწარმოთა ალიანსი" (SEA), "სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი" (CSI), "საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია" (GCDA), "საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი" (DDUG), "ვენჩურული ფილანტროპიის ევროპული ასოციაცია" (EVPA), "ახალგაზრდობის სააგენტო" (YAG) - თანამშრომლობით.