სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

CSRDG ბაზისბანკთან თანამშრომლობით აცხადებს სოციალური საწარმოების გაძლიერების საგრანტო კონკურსს

კონკურსის შესახებ

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) ბაზისბანკთან თანამშრომლობით აცხადებს მოქმედი სოციალური საწარმოების გაძლიერების საგრანტო კონკურსს.

კონკურსში ჩართვა შეუძლიათ მოქმედ სოციალურ საწარმოებს, რომელთა მისიაც შეზღუდული შესაძლებლობის ან სხვა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირების დასაქმება, მათი ეკონომიკური და სოციალური ინტეგრაციაა საზოგადოებაში და საჭიროებენ დამატებით რესურსებს, რათა შექმნან უფრო მეტი დადებითი სოციალური გავლენა.

შერჩეული საწარმო მიიღებს როგორც ფინანსურ, ისე ტექნიკურ მხარდაჭერას, CSRDG კონსულტანტებისა და ბაზისბანკისგან.

სოციალური საწარმოს განსავითარებლად მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 10'000 ლარს.

 

განაცხადების მიღების ბოლო ვადა

სოციალური საწარმოს განაცხადის ფორმის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონულად, ელ. ფოსტის საშუალებით, მისამართზე: se@csrdg.ge 

გთხოვთ განაცხადის გამოგზავნისას სათაურში მიუთითეთ: „სოციალური საწარმოს გაძლიერების იდეის განაცხადი“

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა: 2024 წლის 30 ივნისი, 18:00 საათი. 

 

დეტალური ინფორმაცია და განაცხადების ფორმა

დეტალური ინფორმაციის მისაღებად გაეცანით თანდართულ დოკუმენტაციას

 

 

 
 

საკონსულტაციო შეხვედრა

დაინტერესებულ პირებთან საკონსულტაციო შეხვედრა ჩატარდება ონლაინ, Zoom- პლატფორმის გამოყენებით 20ივნისს, 15:00 საათზე.

შეხვედრაზე რეგისტრაციის ლინკის მისაღებად დააჭირეთ ბმულზე

ინფორმაცია თანამშრომლობის შესახებ

„საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრსა (CSRDG)” და “ბაზისბანკს“ შორის 2023 წელს ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის მიზანიც საქართველოში მოქმედი სოციალური საწარმოების გაძლიერება და ბაზისბანკის მხრიდან სოციალური მეწარმეობის კონცეფციის განვითარების ხელშეწყობაა როგორც ფინანსური, ისე ტექნიკური მხარდაჭერის მექანიზმებით.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ერთ-ერთი კომპონენტი შეზღუდული შესაძლებლობების და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირების შრომითი ინტეგრაციის სოციალური საწარმოს მხარდაჭერა და გაძლიერებაა.

2023 წლის ერთობლივ საგრანტო კონკურსში გამარჯვებული გახდა სოციალური საწარმო და ფეხსაცმლის ქართული ბრენდი M.H.F Shoes & Accessories.

CSRDG და ბაზისბანკი პატივს სცემენ თანასწორობას და ადამიანის ღირსებას, მაღალ მოქალაქეობრივ და კორპორაციულ პასუხისმგებლობას, პროფესიონალიზმს, ურთიერთთანამშრომლობასა და სოლიდარობას, რაც საბოლოო ჯამში ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორებია.

სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამას CSRDG 2009 წლიდან ახორციელებს. ბაზისბანკთან არსებული, არაერთჯერადი და მრავალკომპონენტიანი მხარდაჭერის მექანიზმის განვითარება კი შესაძლებლობას იძლევა ქვეყანაში მეტი სოციალური, დადებითი გავლენის შექმნისათვის.

ინფორმაცია ბაზისბანკისა და სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) შესახებ ხელმისაწვდომია ვებ-გვერდებზე bb.ge და csrdg.ge