სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ბაზისბანკთან

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ბაზისბანკთან

„საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრსა CSRDG” და “ბაზისბანკს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის მიზანია მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობა, რომელიც გულისხმობს CSRDG-სა და ბაზისბანკის ერთობლივი ძალისხმევით საქართველოში მოქმედი, შშმ და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირების შრომითი ინტეგრაციის სოციალური მეწარმეობის გაძლიერების ხელშეწყობას. ასევე, ახალგაზრდებში სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაციის მიმართულებით თანამშრომლობას.

 

მემორანდუმის ფარგლებში

  1. ბაზისბანკის მიერ გამოიყოფა ფინანსური სახსრები შშმ და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირების ეკონომიკური და სოციალური ინტეგრაციის ხელშესაწყობად სოციალური მეწარმეობის მეშვეობით;

  2. ბაზისბანკის მიერ მოხდება თემატური სოციალური საწარმოს საჭიროებებზე მორგებული ექსპერტული მხარდაჭერა;

  3. ბაზისბანკისა და CSRDG-ს მიერ ერთობლივად დაიგეგმება წამახალისებელი აქტივობები, რაც ახალგაზრდებში სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს;

  4. ბაზისბანკი და CSRDG იზრუნებენ მემორანდუმის მიზნის მისაღწევად გათვალისწინებული საქმიანობის პოპულარიზაციის ხელშეწყობას მედიასაშუალებებში, პუბლიკაციებსა და საჯარო გამოსვლებში;

  5. CSRDG უზრუნველყოფს სამიზნე სოციალური საწარმოების შერჩევას და მხარდაჭერის მექანიზმების ადმინისტრირებას.

 

მემორანდუმის მოქმედების ვადა

 

მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2 წლიანი ვადით გაფორმდა.

კონსულტაცია B2B თანამშრომლობების თაობაზე

 

დაინტერესებულ მხარეებს, კომპანიებს, ორგანიზაციებსა და პირებს შეგიძლიათ ჩანიშნოთ კონსულტაცია ჩვენი გუნდის წევრთან, რომელიც B2B პარტნიორობის განვითარების კომპონენტს კურირებს.