"ფანტასმაგორია", როგორც გავლენის გმირი, საკუთარი ისტორიით სოციალური საწარმოების B2B გამოფენაზე წარსდგა მაყურებლის წინაშე.
სოფო ჭინჭარაული, ელენე თავაძე
სოციალური საწარმო "ფანტასმაგორია"-ს დამფუძნებლები
მე სოფო ვარ, მხატვრული კინოს რეჟისორი, მე კი ელენე, ანიმაციური ფილმის რეჟისორი, ჩვენი პროფესიები კი წარმოადგენს იმის სინთეზს, რასაც ახლა ეკრანზე ხედავთ. ამ მივიწყებულმა დარგმა გაგვაერთიანა ჩვენ ორნი, მისიით რომ აღვადგინოთ თოჯინური ქართული ანიმაცია.
ჩვენი 15 წლიანი მეგობრობა, თეატრალური ინსტიტუტიდან იწყება. ადგილს, რომელსაც უნდა მოეცა ჩვენთვის პროფესია, რომ ჩვენი საქმით დავსაქმებულიყავით, სინამდვილეში, მოგვცა მხოლოდ ერთმანეთი, მადლობა ამისთვის.
ვფიქრობ, 15 წლის შემდეგაც იგივე პრობლემაა ქვეყანაში, უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებული ხელოვანი ადამიანები, დღეს საქართველოში მეტწილად უპერსპექტივობისთვის არიან განწირულნი, ან ქვეყანას ტოვებენ, ან ქვეყანაში რჩებიან და პროფესია ჰობის დონეზე რჩებათ. სწორედ ამიტომ, ერთი წლის წინ, მე და ელენემ დავაფუძნეთ სტუდია ფანტასმაგორია. სივრცე, სადაც ნიჭიერ ახალგაზრდებს ვაძლევთ საშუალებას, რომ მიიღონ ცოდნა და შემდეგ მათივე პროფესიით დასაქმდნენ.
ერთ წელიწადში გადავამზადეთ 18 სტუდენტი, აქედან 11 დღეს უკვე ჩვენი თანამშრომელია.
ვფიქრობთ, სტოპმოუშენ თოჯინური ანიმაცია, ხელოვნების ქურუმია, იმიტომ რომ იგი აერთიანებს ხელოვნების ყველა დარგს, შესაბამისად, ჩვენს სტუდიაში გაერთიანებულია ყველა დარგის წარმომადგენელი და სწორედ ამ ღირსების გამო, ეს დარგი საჭიროებს სპეციალურ ტექნიკურ საჭიროებებს.
ჩვენი ფინანსური მხარდამჭერების წყალობით, ტექნიკურადაც უკვე მხარში ვართ გამართულები. ამისთვის 1 წელიწადში, ჯამში, დაგვჭირდა 160 000 ლარის ინვესტიცია და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალაქ თბილისის მერიას და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრს (CSRDG) ამაში, იმიტომ რომ, ისინი პირველები არიან, ვინც აი ამ ინოვაციურ გზაში გამოგვყვნენ.
სტოპმოუშენ მანერით ვიდეოების და კომერციული რგოლების წარმოება ძალიან პრესტიჟულია და ტრენდულია მსოფლიოში. სამწუხაროდ, მანამდე საქართველო ჩამორჩებოდა, იმიტომ რომარ გვქონდა ტექნიკური საშუალებები, მაგრამ მას შემდეგ რაც ჩვენ, სტუდია ფანტასმაგორია დავაფუძნეთ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი ინოვაციების წყალობით უკვე ვდგავართ მსოფლიო სტანდარტზე.
,,ელენე დარიანი" - ოფიციალური ტრეილერი: ფანტასმაგორიას ახალგაზრდების, მენტორების, ნიჭიერების, ენთუზიაზმისა და 5-თვიანი თავდაუზოგავი შრომის შედეგად ჩვენ, დიახაც, გამოვიგონეთ ხელახლა ველოსიპედი.ამ 5 თვის განმავლობაში, 3Dპროგრამა ბლენდერისათვის ხელახლა დავწერეთ კოდი იმისთვის,რომ პერსონაჟის სახეები დაგვებეჭდა, იმისთვის,რომ უკეთესად გამოვხატოთ მათი მიმიკა და მსოფლიოში,როგორც პირველად მოხდა ამ პროგრამაში სახეების დაბეჭდვა, ასევე 3Dპრინტერით პერსონაჟის ანიმირებული სახეების დაბეჭდვაც.
ჩვენ ორმა განვახორციელეთ ჩვენი 15 წლის სტუდენტური ოცნება და შევქმენით სივრცე სადაც სტუდენტებს აღარ სჭირდებათ 15 წელი იმისათვის, რომ ოცნება აისრულონ. ვასწავლეთ, გადავამზადეთ და დღეს, უკვე, ამ სტუდენტებიდან 11 ჩვენი თანამშრომელია, რომლებიც საწარმოო პროცესში არიან ჩართულნი. საწარმოო პროცესი გულისხმობს იმას, რომ ამ ეტაპზე, ვიღებთ 12 წუთიან თოჯინურ ანიმაციას.
ჩვენი გეგმები შემდეგია, ერთ წელიწადში ვაპირებთ რომ გვყავდეს 50 გადამზადებული სტუდენტი, რომელიც ასევე ჩაერთვება ჩვენს საწარმოში, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ პარალელურად ვაწარმოოთ საიმიჯო ვიდეორგოლები და ასევე, პირველი ქართული თოჯინური ანიმაციური სერიალი, ფენტეზის ჟანრში.
იხილეთ ვიდეო სოციალური საწარმოების B2B გამოფენიდან:
ინფორმაცია ღონისძიების შესახებ
სოციალური საწარმოების B2B გამოფენას საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) 2017 წლიდან მართავს ევროკავშირისა და პური მსოფლიოსთვის მიერ მხარდაჭერილი პროექტების ფარგლებში. ღონისძიება უნიკალური შესაძლებლობაა სოციალური საწარმოებისთვის, წარმოადგინონ პროდუქცია და სერვისები ერთ სივრცეში და დაამყარონ მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები წამყვან ბიზნეს კომპანიებთან.
ინფორმაცია პროექტის შესახებ
სოციალური საწარმო "ფანტასმაგორია" მხარდაჭერილია პროექტის „სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ ფარგლებში, რომელსაც ევროკავშირისა და პური მსოფლიოსთვის მხარდაჭერით, CSRDG პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს. პროექტის მიზანია ქვეყანაში სოციალური მეწარმეობის განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა. პროექტი სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარებაზე ზრუნვით, ხელს უწყობს საზოგადოებაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების დაძლევას, სოციალური სერვისების ხარისხის გაუმჯობესებასა და მდგრადობას, ქვეყანაში დაშორებული ადგილების გამოცოცხლებას, განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას, ტრადიციული კულტურის შენარჩუნებასა და გარემოსდაცვითი გამოწვევების მოგვარებას.