ფანტასმაგორია
გრანტის გაცემის წელი
2023
გრანტის მიმღები იურიდიული პირი
ა(ა)იპ ხელოვნების სტუდია ,,ფანტასმაგორია“
სოციალური საწარმოს სახელი
სტოპ -მოუშენ სტუდია ფანტასმაგორია
დონორი
ევროკავშირი და "პური მსოფლიოსთვის"
პროექტის სახელი
ფანტასმაგორია
საწარმოს არსი
სტოპ-მოუშენ სტუდია ,,ფანტასმაგორიას” ხედვაა საქართველოში თანამედროვე მეთოდებით კულტურული მემკვიდრეობის, თოჯინური ანიმაციის აღდგენა და საერთაშორისო ასპარეზზე დამკვიდრება.
საწარმოს მისიაა სტოპ-მოუშენ თოჯინური ანიმაციის ,,რეანიმაცია” და დარგის პოპულარიზაცია საქართველოში.
სტოპ-მოუშენით დაინტერესებულ ახალგაზრდები სოციალურ საწარმოში შეისწავლიან წარმოებისთვის საჭირო დარგებს. გადამზადებული სტუდენტები დასაქმდებიან კომერციულ თუ საავტორო ანიმაციების შექმნის საწარმოო პროცესში. სტუდენტები თოჯინურ ანიმაციას შექმნიან პირველ ეტაპზე, პროფესიონალი მენტორების ზედამხედველობის ქვეშ და შემდგომ, თავად შეძლებენ გახდნენ მენტორები მომავალი თაობისთვის.
საწარმო გეგმავს მაღალი ხარისხის ქართული თოჯინური ანიმაციებით საერთაშორისო ფესტივალებსა და კინობაზრობებში მონაწილეობას, რაც საქართველოს დააბრუნებს მსოფლიო ანიმაციური ინდუსტრიის რუკაზე.
CSRDG-ის მიერ გაცემული დაფინანსება
39,000
თანამონაწილეობა
4,200
პროექტის ჯამური თანხა
43,200