სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

CSRDG სერვისები

ტრენინგ-სერვისების შესახებ

საქართველოს სტრატეგიული კვლვებისა და განვითარების ცენტრს (CSRDG) აქვს შემუშავებული ტრენინგ-პაკეტი საქართველოში სოციალური მეწარმეობით დაინტერესებული ორგანიზაციებისა და ბიზნეს კომპანიებისათვის, რომელთაც სურთ ცენტრის ექსპერტიზის გაზიარება ამ მიმართულებით.

 

სატრენინგო საკითხები

ტრენინგ-პაკეტი მოიცავს განსხვავებული შინაარსის ტრენინგებს, ესენია:

  • სოციალურ მეწარმეობა - საფუძვლები, მიდგომები, პრაქტიკები

რეკომენდირებული ხანგრძლივობა - 2 სამუშაო დღე.

აღნიშნული ტრენინგი წარმოადგენს შესავალ ნაწილს სოციალურ მეწარმეობაში. ტრენინგის სამიზნე აუდიტორია შესაძლოა იყოს პირები, რომელთაც სურთ სოციალური მეწარმეობის თემაზე მუშაობა. საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სოციალური მეწარმეობით. ტრენინგი მიმოიხილავს სოციალური მეწარმეობის კონცეპტუალურ მიდგომასა და ახსნას, განსხვავებულ თეორიულ-მეთოდოლოგიურ მიდგომებს და სოციალური მეწარმეობის სკოლებს მსოფლიოს მასშტაბით, კრიტერიუმებს, რაც შესაძლებლობას გვაძლევს შევაფასოთ ორგანიზაციის თავსებადობა სოციალურ მეწარმეობასთან, განსხვავება სოციალურ მეწარმეობასა და სხვადასხვა კონცეფციებს შორის, როგორებიცაა მწვანე მეწარმეობა, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციის ეკონომიკური საქმიანობა. თითოეული თეორიული საკითხი გაჯერებულია პრაქტიკული მაგალითებით.

  • სოციალური საწარმო - ბიზნეს გეგმა

რეკომენდირებული ხანგრძლივობა - 4 სამუშაო დღე.

აღნიშნული ტრენინგი წარმოადგენს სოციალური მეწარმეობით დაინტერესებული პირებისა და ორგანიზაციებისთვის შესაძლებლობას გაეცნონ საწარმოს ორგანიზაციულ, მარკეტინგულ, ფინანსურ და საგადასახადო საკითხებს. ასევე, სოციალური გავლენის დაგეგმვას, შეფასებასა და მართვას. თითოეულ თეორიულ საკითხს ამყარებს პრაქტიკული სავარჯიშო. ტრენინგის მსვლელობის დროს მონაწილეები სიმულაციური მიდგომის საშალებით აგებენ ბიზნეს გეგმას, ახდენენ მათ პრეზენტაციას და იღებენ არგუმენტირებულ უკუკავშირს ცენტრის ექპსერტებისგან. ტრენინგმა შესაძლოა სრულად დაფაროს სოციალური მეწარმეობის შესავალი ნაწილიც, ხოლო, სფეროში მოღვაწე პირების შემთხვევაში კურიკულუმი მორგებული იქნება ამ მხრივ უფრო ღრმა ცოდნის მიწოდებაზე.

  • საზოგადოებრივი ორგანიზაცია - სოციალური საწარმო

რეკომენდირებული ხანგრძლივობა - 2 სამუშაო დღე.

ტრენინგი მიმოიხილავს ორგანიზაციაში სოციალური საწარმოს განვითარების ნაბიჯებს.

 

კითხვების არსებობის შემთხვევაში

თითოეული ტრენინგის მოდული, ხანგრძლივობა, და სერვისის ღირებულება დამოკიდებულია CSRDG-ისა და დაინტერესებულ ორგანიზაციას/კომპანიას შორის შეთანხმებაზე. ტრენინგის საჭიროების შესახებ და სერვისით დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე: se@csrdg.ge

იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ კითხვები, შეგიძლიათ მოგვწეროთ ელექტორნულ ფოსტაზე ან ჩანიშნოთ კონსულტაცია ჩვენი გუნდის წევრთან.

ქრისტინე კანდელაკი - პროგრამის მენეჯერი