ქრისტინე კანდელაკი
პროგრამის მენეჯერი
-
საკონსულტაციო საკითხები:
- სოციალური მეწარმეობის არსი
- სოციალური მისიის განსაზღვრა
- სოციალური გავლენისა და შედეგების გაზომვა/მართვა
- რესურსების მობილიზება სოციალური საწარმოსთვის
- სოციალურ გავლენაზე ორიენტირებული ინვესტირების არსი
- გავლენის ფონდ "აქციოს" ინტერესის გამოხატვის კონკურსი
საწარმოს შესახებ
ქრისტინე კანდელაკს აქვს სამოქალაქო სექტორში მუშაობის 8 წლიანი გამოცდილება. ამჟამად ის იკავებს საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების პროგრამის მენეჯერის პოზიციას საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრში (CSRDG). ქრისტინეს ძირითადი საქმიანობა მოიცავს საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და სოციალური საწარმოებისთვის საჭიროებებზე მორგებული ორგანიზაციული განვითარების მომსახურების, კონსულტაციებისა და ტრენინგების მიწოდებას.
ქრისტინეს აგრეთვე აქვს პროექტების დაგეგმვის, შემუშავებისა და მართვის მრავალწლიანი გამოცდილება. ამჟამად ის არის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო პროექტის, "თანამშრომლობა დადებითი ცვლილებებისთვის", პროექტის მენეჯერი საქართველოში. პროექტის მიზანია გავლენაზე ორიენტირებული ინვესტირებისა და სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარებას საქართველოში.
ქრისტინე ფლობს ბაკალავრის ხარისხს სოციალური მეცნიერებების, ხოლო მაგისტრის ხარისხს შრომის და ორგანიზაციული ფსიქოლოგიის მიმართულებით.