-
საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლია, ა(ა)იპ სტატუსს მქონე ორგანიზაციებს, ა(ა)იპ სტატუსის მქონე დამწყებ სოციალურ საწარმოებს და საინიციატივო ჯგუფებს.
-
იურიდიულ პირებს (მაგ: შპს..) და ფიზიკურ პირებს, რომლებსაც აქვთ ინდ.მეწარმის, მიკრო ბიზნესის და მცირე ბიზნესის სტატუსი, არ აქვთ უფლება კონკურსში მონაწილეობის, ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ შემოიტანოთ განაცხადი, როგორც საინიციატივო ჯგუფმა და გამარჯვების შემთხვევაში დარეგისტრირდეთ ა(ა)იპ სტატუსის მქონე ორგანიზაციად.
-
მიმდინარე საგრანტო კონკურსში ხელშეკრულება გაფორმდება მხოლოდ ა(ა)იპ სტატუსის მქონე სოციალურ საწარმოებთან.
-
პროექტის აქტივობები და ფინანსური გათვლები გაწერილი უნდა იყოს 12 თვეზე, თუმცა გამარჯვებულ სოციალურ საწარმოებთან კონტრაქტი გაფორმდება 3 წლის ვადით.
-
საგრანტო ბიუჯეტის ფარგლებში აკრძალულია ისეთი საქმიანობების დაფინანსება, როგორიცაა: საწარმოს მენეჯმენტის ხელფასის გაცემა; უძრავი ქონების შესყიდვა/აშენება; პოლიტიკური კამპანიების და საქმიანობების განხორციელება; საერთაშორისო მგზავრობა; ჰუმანიტარული აქტივობები.
Note: გამონაკლისის შემთხვევაში შესაძლებელია დაფინანსდეს: ხელფასის და ჰონორარის გაცემა იმ მოწვეულ სპეციალისტებზე (ბუღალტრის მომსახურება, ტრენერები და ბენეფიციარების ანაზღაურება და ა.შ.), რომელთა ექსპერტული მხარდაჭერაც აუცილებელია საწარმოს გამართული ფუნქციონირებისათვის, მოთხოვნილი საგრანტო თანხის არაუმეტეს 25%-ის. ასევე, სარემონტო სამუშაოები და ფართის იჯარა საგრანტო თანხის არაუმეტეს 20%-ისა.
-
საგრანტო კონკურსში მონაწილე ორგანიზაციის გამოცდილება და კონტრიბუცია, კონკურსის ორივე ეტაპზე არის შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმი. ყურადღება მიექცევა როგორც ორგანიზაციის, ასევე საინიციატივო ჯგუფების წევრების პირად გამოცდილებას.
-
მიმდინარე კონკურსში სოციალური საწარმოს საქმიანობის არცერთ სფეროს არ ენიჭება უპირატესობა.
-
საგრანტო კონკურსი ფარავს სრულად საქართველოს, არცერთ რეგიონს არ ენიჭება უპირატესობა.
-
სოციალური საწარმო თავისთავში მოიაზრებს ერთ ორგანიზაციულ სტრუქტურას, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას. კოალიციური თანამშრომლობა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საპროექტო იდეა მოითხოვს სხვადასხვა უწყებასთან თანამშრომლობას.
პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელი შესაძლებელია იყოს მხოლოდ ერთი ორგანიზაცია, პასუხისმგებლობები ვერ გადანაწილდება სხვადასხვა ორგანიზაციაზე.
-
დამწყებ/ სტარტაპ ეტაპზე მყოფი საწარმო გულისხმობს საქმიანობის საწყის ეტაპს, როდესაც უკვე შექმნილია წარმოების/მომსახურების პროტოტიპი და საწარმოს აქვს მინიმალური რესურსი. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია როგორც დამწყებ საწარმოებს, ასევე საინიციატივო ჯგუფებს, მათ ვისაც ჯერ არ შეუქმნია პროტოტიპი, მაგრამ აქვს გამართული სოციალური საწარმოს იდეა.