სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

საგრანტო კონკურსი დამწყები სოციალური საწარმოებისთვის Q&A

  • საპროექტო განაცხადების მიღების ბოლო ვადა არის 20 მაისი 18:00 საათი. პირველი ეტაპის შედეგების შესახებ ინფორმაცია განმცხადებლებს მიეწოდებათ არაუგვიანეს 15 ივნისისა. საგრანტო კონკურსის ორივე ეტაპის გათვალისწინებით, აგვისტო/სექტემბრის თვეში გაფორმდება  გამარჯვებულ ორგანიზაციებთან ხელშეკრულებები.

  • საგრანტო კონკურსის ფარგლებში პირველ ეტაპზე დაინტერესებულმა პირებმა/ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ თანდართული ფორმით იდეის განაცხადი. პირველი ეტაპის შემდეგ საგრანტო კომისიის წევრები გადაწყვეტენ, რომელი იდეის განაცხადები გადავა კონკურსის მეორე ეტაპზე.

    მეორე ეტაპზე 7-8 იდეის ავტორს ჩაუტარდებათ ინტენსიური ტრენინგ-კურსი. ტრენინგების გავლის შემდეგ ჩატარდება დახურული სრული ბიზნეს განაცხადების კონკურსი, საიდანაც საგრანტო კომისია დასაფინანსებლად შეარჩევს 2-3 სოციალური საწარმოს იდეას.

  • პროექტის შეფასებასა და დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილებას მიიღებს დამოუკიდებელი კომისია, რომელიც დაკომპლექტებული იქნება საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის, პარტნიორი ორგანიზაციების, ბიზნესისა და მარკეტინგის სპეციალისტებითთითოეული პროექტი შეფასდება კონფიდენციალურად კომისიის წევრების მიერ. ის განაცხადები, რომლებიც კონკურსის ეტაპზე ვერ დააგროვებენ მინიმუმ 60 ქულას, კონკურსში მონაწილეობას ავტომატურად წყვეტენ. ხოლო პროექტები, რომლებიც მიიღებენ 60 ქულაზე მეტს,  განხილული იქნება საგრანტო კომისიის სხდომაზე. 

    კონკურსის ეტაპის შეფასების კრიტერიუმები:

     

    იდეის განაცხადის შეფასების კრიტერიუმი მაქსიმალური ქულა

     

    1 - შემოთავაზებული სოციალური საწარმოს ბიზნეს მოდელის ხარისხი და მიზანშეწონილობა;

     

    25

     

    2 - დამწყები სოციალური საწარმოს იდეის და მისიის პოტენციური სოციალური გავლენა;

     

    40

     

    3 - საზოგადოებრივი ორგანიზაციის / საინიციატივო ჯგუფის გამოცდილება და კონტრიბუცია;

     

    25

     

    4 - იდეის ინოვაციურობა;

     

    10

     

    ჯამი:

     

    100

     

    Note: გრანტის გამცემი ორგანიზაცია უფლებას იტოვებს არ დააფინანსოს აღნიშნული რაოდენობის პროექტი, თუ სიცოცხლისუნარიანობა და ბიზნეს გეგმის ხარისხი არ იქნება შესაბამისობაში პროექტის მოთხოვნებთან.

  • დიახ, ბიუჯეტში უნდა გაითვალისწინოთ დღგ-ს ნაწილი, რაც იქნება განმცხადებლის ფინანსური თანამონაწილეობა (10% ფინანსურის თანამონაწილეობა) რადგან პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, რაც გულისხმობს, რომ დონორი ორგანიზაცია დღგ-ს არ აღიარებს ხარჯის ნაწილად.

segeorgia.org