შეხვედრა აკადემიურ პერსონალთან
CSRDG-ს ინიციატივით, რეგიონალურ უნივერსიტეტებში სოციალურ მეწარმეობაზე სასწავლო კურსები ინერგება.
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი პირველი რეგიონალური უნივერსიტეტია, სადაც სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, 2023 წლიდან აირჩიონ კურსი „სოციალური მეწარმეობა: თეორია და პრაქტიკა“.
აკადემიური პერსონალის მომზადებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, CSRDG-ს წარმომადგენლებმა გიგა ჩიტიშვილმა და მარიამ მჭედლიშვილმა შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე განიხილეს როგორც თეორიული ინფორმაცია სოციალური მეწარმეობისა და სოციალური ეკონომიკის შესახებ, ისე პრაქტიკული კუთხით საერთაშორისო და ადგილობრივი სოციალური საწარმოების მაგალითები. სოციალური საწარმოს დაგეგმვა, გავლენა, ბრენდინგი, ფინანსები, კურსის სილაბუსის განხილვა და სამომავლო მხარდაჭერის საჭიროებები ასევე წარმოადგენდა შეხვედრის მთავარ საკითხებს.
CSRDG ზრუნავს სოციალური მეწარმეობის შესახებ ახალგაზრდების ინფორმირებაზე, სასწავლო რესურსების განვითარებასა და ამ კუთხით ცოდნის შექმნაზე. აკადემიურ დაწესებულებებთან თანამშრომლობა კონცეფციის პოპულარიზაციისა და ახალგაზრდების დაინტერესების ზრდისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა.
სასწავლო კურსები ინერგება პროექტის „სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ ფარგლებში, რომელსაც CSRDG ევროკავშირისა და პური მსოფლიოსთვის მხარდაჭერით ახორციელებს.
გსურთ მეტი დეტალური ინფორმაციის მიღება ამ საკითხზე?
ჩანიშნე კონსულტაცია ჩვენი გუნდის წევრთან.