სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

სემინარი სოციალურ მეწარმეობაზე ზუგდიდში

20 დეკემბერს, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის გაიმართა საინფორმაციო სემინარი სოციალური მეწარმეობის შესახებ.

სემინარი მიზნად ისახავდა უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის სოციალური მეწარმეობის პრაქტიკული და თეორიული მასალის მიწოდებას, ქართული და საერთაშორისო მაგალითების გაცნობას და სტუდენტებში თემით დაინტერესების მოკვლევას.

სემინარში 30-მდე როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო საფეხურის სტუდენტი ჩაერთო, მათ მიერ დაფიქსირებული ინტერესის შესაბამისად, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი და შოთა მესხიას უნივერსიტეტის ადმინისტრაცია გააგრძელებს მუშაობას სოციალური მეწარმეობის პრაქტიკული კურსის დასანერგად დაინტერესებული სტუდენტებისთვის.

კურსის დანერგვის შემთხვევაში ეს იქნება რეგიონულ უნივერსიტეტებში სოციალური მეწარმეობის აკადემიური სწავლების პირველი შემთხვევა.

დაინტერესდი, მსგავსი სემინარის ორგანიზებით თქვენს უნივერსიტეტსა თუ სივრცეში? ჩანიშნე კონსულტაცია