სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

ორბელიანების სასახლეში სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩები დაჯილდოვდნენ

სოციალური მეწარმეობის საუკეთესო ახალგაზრდა ელჩი პირველად გამოვლინდა

ღონისძიების შესახებ

 

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ორგანიზებით, ევროკავშირის მხარდაჭერითა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პარტნიორობით, 24 მარტს ორბელიანების სასახლეში სოციალური მეწარმეობის საუკეთესო ახალგაზრდა ელჩი პირველად გამოვლინდა.

საუკეთესო სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩი ანა ახლოური გახდა, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის წეროვნის დევნილთა დასახლებიდან. მშვიდობისა და ინტეგრაციის საერთაშორისო ცენტრის (ICPI) მხარდაჭერით ანა  დაჯილდოვდა სასწავლო ვიზიტით ჩეხეთში.

 

ელჩების შესახებ 

 

CSRDG-მ სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩები 4 რეგიონში - ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და შიდა ქართლში შეარჩია. ელჩების მიზანი იყო სოფლად მცხოვრები ახალგაზრდებისა და მოსახლეობისთვის გაეცნოთ და შეეთავაზებინათ სოციალური მეწარმეობა, როგორც ადგილობრივი სოციალური, ეკონომიკური და გარემოსმოდაცვითი გამოწვევების სისტემურად და გრძელვადიანად გადაჭრის უნიკალური მიდგომა.

 

მიღება ორბელიანების სასახლეში

 

ორბელიანების სასახლეში, სადაც სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩების პროგრამის ფინალური ეტაპი და საუკეთესო ელჩის დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა, სტუმრებს  სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ და CSRDG-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა ურუშაძემ.

"თქვენი გზავნილი ძალიან ნათელი და მნიშვნელოვანია - თავისუფალ ადამიანს  ყველაფრის შექმნა შეუძლია. საზოგადოება უნდა იყოს თავისუფალი იმისთვის, რომ იყოს საზოგადოებრივი ჩართულობა და მისი ნებისმიერი შეზღუდვა თავისუფლების, დემოკრატიისა და ქვეყნის შეზღუდვაა. ამიტომ გილოცავთ თქვენს დღევანდელ წარმატებულ მცდელობებს და გისურვებთ, რომ მომავალშიც ასე წარმატებულად იაროთ,  გაიტანოთ  ძალიან ბევრი ინიციატივა და ამ ინიციატივებს ჰქონოდეს მომავალი და აღსრულებულიყოს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

„დროა, სოციალურმა მეწარმეობამ მოიპოვოს ის აღიარება, რომელსაც იმსახურებს. სოციალური მეწარმეობა ძლიერი მექანიზმია სოციალური, გარემოსდაცვითი და ეკონომიკური ცვლილებების მისაღწევად, რომელსაც ის ინდივიდების, თემებისა და საზოგადოების გაერთიანების გზით ახერხებს. ეს მჭიდროდ არის დაკავშირებული ახალგაზრდა ელჩების მოტივაციასთან, ინიციატივასა და ჩართულობასთან, რომლებიც ცვლილებებს თავიანთ თემთან აქტიური კომუნიკაციით ქმნიან. ეს თავის მხრივ, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სამოქალაქო ჩართულობასა და ერთიანობაზე. ევროკავშირი მოხარულია, მხარი დაუჭიროს მსგავს საქმიანობებს“, - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ.

ჩვენი ქვეყნის ერთადერთი არჩევანი ევროპული მომავალია, ევროპისაკენ მიმავალ გზაზე კი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ჩვენი ახალგაზრდობა - ძალა, რომელიც რეალური ცვლილებების ინიციატორი. ახალგაზრდების ჩართვა ჩვენს პროგრამაში, როგორც ჩვენი სოციალური მეწარმეობის ელჩებისა, განსაკუთრები მნიშვნელოვანია საქართველოში სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშესაწყობად“, - აღნიშნა CSRDG-ს დირექტორმა ეკა ურუშაძემ.

 

 

ელჩების დაჯილდოება

 

ელჩებმა მოწვეულ სტუმრებს წარუდგინეს თავიანთი შედეგების პრეზენტაცია.ელჩები მუშაობდნენ იძულებით გადაადგილებულ პირებთან, ეთნიკურ ჯგუფებთან, სოფლებსა და მიუვალ ადგილებში მცხოვრებ ახალგაზრდებთან. 30-ზე მეტი შეხვედრა და 300-ზე მეტი ახალგაზრდა, რომლებმაც დღეს მეტი იციან სოციალურ მეწარმეობაზე - ეს ელჩების 6 თვიანი საქმიანობის შედეგია.

ელჩებისთვის პრიზები დააწესეს: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, სოციალური კონცეფციის მაღაზია “ესკი”, სოციალურმა საწარმოებმა: ,,დედიკო და ,,ტენე, სასტუმრო „სევსამორამ“, „ალტე უნივერსიტეტმა“, ,,პალიტრა ჰოლდინგმა“ და გამომცემლობამ „პალიტრა ლ

 

პროექტის შესახებ

 

ახალგაზრდა ელჩების პროგრამა ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის “სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის” ფარგლებში მიმდინარეობდა.

ახალგაზრდა ელჩების პროგრამის მიზანია ახალგაზრდები ჩაერთონ მათ გარშემო არსებული სოციალური, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი გამოწვევების გადაჭრაში სოციალურ მეწარმეობაზე ცნობიერების ამაღლებით, მიწვდნენ სოფლებსა და შორეულ ადგილებში მცხოვრებ ადამიანებს და გააცნონ სოციალური მეწარმეობა, ახალგაზრდებს განუვითარდეთ პროექტების მართვისა და სხვა საჭირო უნარ-ჩვევები.

 

დაიწყო მეორე ნაკადზე რეგისტრაცია

 

დაჯილდოების ღონისძიებაზე დაანონსდა პროგრამის მეორე ნაკადზე მიღება. როგორ გახდეთ თქვენს რეგიონში სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩი? დეტალური ინფორმაციისთვის გაეცანით ინფორმაციას ბმულზე.