სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

გახდი სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩი - II ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო!

შეავსე განაცხადი 24 აპრილამდე!

სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩების პროგრამაში მიღება დაიწყო!

 

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას გახდნენ ცვლილებების ინიციატორები!

  • თუ ხარ 18-29 წლის
  • ცხოვრობ საქართველოში
  • ხედავ შენს რეგიონში საზოგადოებრივ და გარემოსდაცვით გამოწვევებს და გსურს მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანო მათ მოგვარებაში

მაშინ ჩაერთე ახალგაზრდა ელჩების პროგრამაში!

გაიგე მეტი სოციალური მეწარმეობის შესახებ, ისწავლე, როგორ გახდე ცვლილების ინიციატორი და მიიღე ფინანსური მხარდაჭერა, რომ გააცნო შენს რეგიონში კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას სოციალური მეწარმეობა, გახდი საუკეთესო ელჩი და გაემგზავრე ევროპაში სასწავლო ვიზიტით!

 

 

პროგრამის მიზანია:

 

  • ახალგაზრდებისთვის სოციალური მეწარმეობის გაცნობა  და მათი ინტერესის გაზრდა ამ მიმართულებით;
  • ახალგაზრდების ჩართულობა მათ გარშემო არსებული სოციალური და გარემოსდაცვითი გამოწვევების გადაჭრაში სოციალურ მეწარმეობაზე ცნობიერების ამაღლებით;
  • ახალგაზრდა ელჩების აღმოჩენა და მათი წახალისება მცირე ფინანსური მხარდაჭერით (700 EUR) თავიანთ რეგიონებში სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაციის მიზნით;
  • სოციალური მეწარმეობის სფეროში ახალგაზრდა ლიდერების აღმოჩენა და მათთვის სხვადასხვა შესაძლებლობის შექმნა;
  • ახალგაზრდების უნარ-ჩვევების განვითარება გრანტების მართვის, დონორებთან ურთიერთობისა და სხვა პრაქტიკული საქმიანობის მიმართულებით.

პროგრამაში მონაწილეობის ხარჯები სრულად დაფინანსებულია ევროკავშირისა (European Union) და პური მსოფლიოსთვის (Bread for the World) მხარდაჭერით.

 

პროგრამის ეტაპები

 

პროგრამა მოიცავს სოციალური მეწარმეობის შესახებ საზაფხულო სკოლასა და პროექტების კონკურსს.

 

საზაფხულო სკოლა

 

საზაფხულო სკოლის ფარგლებში, საგურამოში, სასტუმრო "სევსამორაში"  ახალგაზრდები 5 დღის მანძილზე გაეცნობიან სოციალური მეწარმეობის არსს, სოც.მეწარმეობაში ახალგაზრდებისთვის არსებულ შესაძლებლობებს, მენტორებთან ერთად იმუშავებენ მათ გარშემო არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე, ეწვევიან სხვადასხვა სოციალური მიზნის მქონე საწარმოს, შეხვდებიან სოციალურ მეწარმეებს, გაეცნობიან მათ საქმიანობას და მიიღებენ მონაწილეობას თემატურ ვორქშოპებში.

ახალგაზრდები გაივლიან პრაქტიკულ მომზადებას პროექტების კონკურსისთვის,  მათ შორის კომუნიკაციების, ინფორმაციის გავრცელებისა და სხვა საჭირო უნარ-ჩვევების გაუმჯობესების მხრივ.

 

პროექტების კონკურსი

 

სკოლის გავლის შემდეგ, მონაწილეები ჩაერთვებიან პროექტების კონკურსში, რომლის შედეგადაც გამოვლინდება 6 ახალგაზრდა ელჩი.

CSRDG-ს სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩები მიიღებენ ფინანსურ მხარდაჭერას და თანამოაზრეებთან ერთად იმუშავებენ სოციალური მეწარმეობით მეტი ადამიანის დაინტერესებაზე.

საუკეთესო ახალგაზრდა ელჩი დაჯილდოვდება განსაკუთრებული პრიზებით.

პროგრამაში მონაწილეობისთვის სულ შეირჩევა 20-25 ახალგაზრდა.

 

პირველი ნაკადის ვიდეო 

 

საინფორმაციო შეხვედრები 

 

CSRDG სოციალური მეწარმეობისა და კონკურსში მონაწილეობის პირობების შესახებ ინფორმაციის უკეთ გასაცნობად მართავს შეხვედრებს რეგიონებში.

თელავი - 28 მარტი, 14:00 საათი, "ტექნოპარკი" 

გორი - 29 მარტი, 14:00 საათი, გორელ ფოტოგრაფთა კლუბი

ბათუმი - 3 აპრილი, 13:00 საათი, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 1 კორპუსი, 32 აუდიტორია 

ოზურგეთი - 3 აპრილი, 17:00 საათი, ტექნოპარკი

ზუგდიდი - 4 აპრილი, 13:00 საათი, შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი 

ქუთაისი - 5 აპრილი, 16:00 საათი, აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტი; მისამართი: თამარ მეფის #59; ძველი ადმინისტრაციული კორპუსის  შენობა, 1116 აუდიტორია

 

ონლაინ Zoom შეხვედრები გაიმართება 11 და 19 აპრილს

 

11 აპრილი, 16:00 საათი

19 აპრილი, 15:00 საათი

 

რეგისტრაცია

განაცხადები მიიღება 2023 წლის 24 აპრილამდე

 

პროექტის შესახებ 

 

ახალგაზრდა ელჩების პროგრამა ევროკავშირისა და პური მსოფლიოსთვის  მხარდაჭერილი პროექტის “სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის” ფარგლებში მიმდინარეობს.

დეტალური გზამკვლევი

გაეცანი პროგრამის შესახებ ინფორმაციას დეტალურად და გაიგე როგორ გახდე ჩვენი ახალგაზრდა ელჩი შენს რეგიონში!

საზაფხულო სკოლის ფოტოალბომი

ელჩების გამოვლენის ფოტოალბომი

საუკეთესო ელჩის დაჯილდოება ორბელიანების სასახლეში