სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

CSRDG აცხადებს საგრანტო კონკურსს დამწყები სოციალური საწარმოებისთვის

კონკურსის შესახებ

 

ევროკავშირისა და პური მსოფლიოსთვის მხარდაჭერით, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) აცხადებს საგრანტო კონკურსს სასტარტო (Start-up) ეტაპზე მყოფი და/ან ახალი სოციალური საწარმოების დაფუძნების მსურველებისთვის!

კონკურსში ჩართვა შეუძლია დამწყებ სოციალურ საწარმოებს, რომლებიც საჭიროებენ დამატებით რესურსებს, რათა განახორციელონ ინოვაციური იდეები და შექმნან მდგრადი სოციალური საწარმო.

დამწყები სოციალური საწარმოს განხორციელებისათვის მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს  15 000 ევროს.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღებისათვის სავალდებულოა მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსების მინიმუმ 10%-იანი ფინანსური თანამონაწილეობა. 

საგრანტო კონკურსის ფარგლებში მხარდაჭერის მიღება შეუძლია დამწყებ სოციალურ საწარმოებს, რომლებიც ასრულებენ შემდეგ როლებს:

  • დასაქმების ხელშეწყობა;
  • სოციალური სერვისების მიწოდება;
  • მოწყვლადი რეგიონების/დასახლებული პუნქტების განვითარება;
  • სხვა როლები, როგორებიცაა: რეციკლირება, გარემოს დაცვა, სპორტი, ხელოვნება, კულტურა, განათლება, ისტორიული მემკვიდრეობის დაცვა, მეცნიერება, ინოვაცია და სხვ.

 

განაცხადების წარდგენა

 

სააპლიკაციო განაცხადისა და კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ჩამოტვირთეთ დოკუმენტები:

1. დამწყები სოციალური საწარმოს საგრანტო კონკურსის სახელმძღვანელო

2. განაცხადის ფორმა

განაცხადის ფორმის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონულად, ელ. ფოსტის საშუალებით, მისამართზე: social.enterprise.ge@gmail.com

გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას სათაურში მიუთითეთ: დამწყები სოციალური საწარმოს განაცხადი.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 2024 წლის 20 მაისი, 18:00 სთ.

საკონსულტაციო შეხვედრისთვის შეგიძლიათ დაჯავშნოთ ონლაინ შეხვედრა ჩვენს გუნდთან.

 

საკონსულტაციო შეხვედრები

 

დაინტერესებულ პირებთან საკონსულტაციო შეხვედრები ჩატარდება ონლაინ, Zoom-პლატფორმის გამოყენებით: 24 აპრილს, 11:00 საათზე და 8 მაისს, 11:00 საათზე. გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ ქვემოთ მოცემულ ბმულზე

 

საგრანტო კონკურსის მიმდინარეობის პროცესში, საქართველო სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი (CSRDG) გამართავს პირისპირ საინფორმაციო შეხვედრებს თბილისსა და რეგიონებში. შეხვედრის თარიღები გავრცელდება CSRDG-ის სოციალური მედიის საშუალებით.

 

ხშირად დასმული შეკითხვები

 

თუ განაცხადის გაცნობის შემდგომ, გაგიჩნდებათ კონკრეტული კითხვები, შესაძლოა მათზე პასუხი ქვემოთ მოცემულ ბმულზე იპოვოთ.

 

 

პროექტის შესახებ

 

2021 წლის იანვარში, ევროკომისიის გენერალური დირექტორატის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში (DG NEAR) ფინანსური მხარდაჭერით და „Impact Europe“-თან პარტნიორობით დაიწყო 56 თვიანი საერთაშორისო პროექტი სახელწოდებით “თანამშრომლობა დადებითი ცვლილებებისთვის - სოციალური მეწარმეობისა და სოციალური ინვესტიციების განვითარება ეკონომიკური და სოციალური გაძლიერებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. (Collaborate for Impact - development of social entrepreneurship and social investments towards economic and social cohesion in the Eastern Partnership)“, რომელსაც საქართველოში ახორციელებს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG). პროექტის წამყვანი განმახორციელებელი ორგანიზაციაა „Impact Europe“, ხოლო პარტნიორები: SILab Ukraine, EduHub, Ecovisio და Impact Hub Yerevan.

პროექტის მიზანია სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშემწყობი ეკოსისტემის განვითარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში.

 

პროგრამის შესახებ

 

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) საქართველოში დაფუძნებული ერთ-ერთი  პირველი სამოქალაქო ორგანიზაციაა, რომელსაც ამ სექტორში წარმატებული საქმიანობის 29 წლიანი გამოცდილება აქვს. სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა CSRDG-ის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და ცენტრი მას 2009 წლიდან ახორციელებს. პროგრამის მიზანია სოციალური მეწარმეობის, როგორც ახალი მიდგომის განვითარება საქართველოში მოწყვლადი ჯგუფების სოციალური და ეკონომიკური ინკლუზიისთვის, საზოგადოებრივი და გარემოსდაცვითი გამოწვევების მოსაგვარებლად.

CSRDG-ის სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამას, დღემდე, 72 სოციალური საწარმოს დაფუძნებასა და გაძლიერებაში აქვს წვლილი შეტანილი, ხოლო გაცემული ფინანსური მხარდაჭერა 2 მილიონ ლარს აჭარებს.

 

აღნიშნული საქმიანობა შეუძლებელი გახდება, თუკი საქართველოს პარლამენტი მიიღებს კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მოგვეთხოვება „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად“ რეგისტრაცია. ეს შეუძლებელს გახდის ჩვენი და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობას, რაც შეაფერხებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, ათასობით, სხვადასხვა საჭიროების მქონე მოქალაქის მხარდაჭერას, სერვისების მიწოდებასა და ეკონომიკურ გაძლიერებას. აღნიშნული კანონის მიღება საფრთხეს უქმნის ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობასა და ევროპული მომავლისკენ სწრაფვას.