სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

სივრცე ახალგაზრდებისთვის - გურიაში სოციალური კაფე „არჩივი“ გაიხსნა

2023 წლის 12 აგვისტოს, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს, ევროკავშირისა და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მხარდაჭერით, ოზურგეთში, სოციალური საწარმო „არჩივი“ გაიხსნა. 26 მაისის ქუჩაზე განთავსებული ახალი სივრცე სოციალურ კაფეს წარმოადგენს და რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისა და მათი ინიციატივების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

 

"არჩივის" სოციალური მისია

 

"არჩივის" დაფუძნების ინიციატორია ა(ა)იპ "ღია სივრცე", რომელსაც სოციალური საწარმოს შექმნითა  და მდგრადი ორგანიზაციული განვითარებით, თანაბარი შესაძლებლობების შექმნა სურს  ოზურგეთელი ახალგაზრდების სოციალური და ეკონომიკური ინტეგრაციისათვის.

შესაბამისად, CSRDG-ის მიერ მხარდაჭერილი საწარმოს მისიას წარმოადგენს ორგანიზაციული განვითარება და მდგრადობის ხელშეწყობა ადგილობრივი ახალგაზრდების განათლების, პროფესიული განვითარების, შემეცნების, თვითრეალიზაციის და თავისუფალი დროის რაციონალურად გამოყენების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.

მისიის მისაღწევად სოციალური საწარმო აქცენტს გააკეთებს რეგიონში ახალგაზრდების საჭიროებების მოკვლევასა და მათი გადაჭრის გზების ძიებაზე. საწარმოს საქმიანობაში/ აქტივობებში ჩართული იქნებიან სპეციალური საჭიროების მქონე პირები და ახალგაზრდები,  რათა მაქსიმალურად გათვალისწინებული იყოს მათი ხედვები/სურვილები.

 

სოციალური საწარმოს სერვისები

 

ეს არის კაფე და სივრცე, სადაც ახალგაზრდები მოვლენ მეგობრებთან ერთად, მოუსმენენ მუსიკას, დააგემოვნებენ გემრიელ კერძებს, შეძლებენ ჩაერთონ სხვადასხვა ტიპის აქტივობებში, თავადვე დაგეგმონ და განახორციელონ ინიციატივები, თემატური შეხვედრები, კინოჩვენება, ვორქშოფები, სხვადასხვა სახის მასტერკლასები,“- აღნიშნავენ „არჩივის“ დამფუძნებლები.

„არჩივი“ოზურგეთელი ახალგაზრდების სოციალური და ეკონომიკური ინტეგრაციისათვის ქმნის ულტიფუნქციურ სივრცეს, რომელში ინტეგრირებული სოციალური კაფეც სერვისისა და პროდუქტის რეალიზაციით წვლილს შეიტანს საწარმოს ფინანსური მდგრადობის მიღწევაში. სოციალური კაფე მრავალფეროვან მენიუს სთავაზობს როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ ვიზიტორებს, მიღებული შემოსავლებით კი მხარს დაუჭერს ადგილობრივი ახალგაზრდული ინიციატივებისა და აქტივობების განხორციელებას.

სოციალური საწარმო „არჩივი“ თანასწორობის, ინკლუზიისა და ზრუნვის ღირებულებებს აერთიანებს.

 

პროექტის შესახებ

 

სოციალური კაფე „არჩივი“ შექმნილია ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის „სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს.

პროექტი სოციალური მეწარმეობისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნით, საზოგადოებაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების მოგვარებისა და ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვის უნიკალური შესაძლებლობაა. გარდა ამისა, სოციალური მეწარმეობის განვითარებული ეკოსისტემა ხელს შეუწყობს სოციალური სერვისების ხარისხის გაუმჯობესებასა და მდგრადობას, ქვეყანაში დაშორებული ადგილების გამოცოცხლებას, განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას, ტრადიციული კულტურის შენარჩუნებასა თუ გარემოსდაცვითი გამოწვევების მოგვარებას.

ფოტოები გახსნის ღონისძიებიდან



დაფინანსებული სოციალური საწარმოები

სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა მიზნის მისაღწევად ოთხი პრიორიტეტული მიმართულებით მუშაობს, ესენია: ფინანსური მხარდაჭერა; ტრენინგები და კონსულტაციები; სამოქმედო გარემოს გაუმჯობესება და კონცეფციის პოპულარიზაცია.

პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულია 60-მდე სოციალური საწარმო, ხოლო გაცემული ფინანსური მხარდაჭერის მოცულობა 1 350 000 ლარს აჭარბებს.