სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

კაფუნე

საქმიანობის შესახებ

სოციალური საწარმო „კაფუნე“ 2019 წელს დაფუძნდა ქალაქ რუსთავში ორგანიზაცია ა(ა)იპ ახალი შესაძლებლობების მიერ. „კაფუნეს“ სოციალური მისიაა რუსთავში მცხოვრები, შრომის ბაზარზე ნაკლებად კონკურენტუნარიანი ჯგუფებისა და ახალგაზრდების გაძლიერება პროფესიული გადამზადების, დასაქმებისა და სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით.

 

პროდუქცია/სერვისი

„კაფუნე“ მომხმარებელს სთავაზობს:

  • კაფეს მომსახურებას, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, დააგემოვნონ უგემრიელესი კერძები.
  • სივრცეს, სადაც იმართება საინფორმაციო შეხვედრები სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე, კულტურული და არაფორმალური განათლების ღონისძიებები.
  • თავისუფალ სცენას, სადაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ, საზოგადოებას წარუდგინონ საკუთარი შესაძლებლობები, იდეები და შემოქმედება.

 

სოციალური შედეგები

  • დასაქმებულია 16 ადამიანი, მათ შორის 2 ყოფილი მსჯავრდებული.
  • გადამზადებულია 7 ადამიანი.
  • სოციალურ კაფეში დაფუძნების დღიდან გამართულია 70-მდე არაფორმალური განათლების, კულტურული და საქველმოქმედო ღონისძიება.

 

საკონტაქტო ინფორმაცია

ლუკა კობერიძე

info@cafune.social

+995 599 766 688

 

საბეჭდი ვერსიის გასახსნელად/ჩამოსატვირთად დააწკაპეთ ბმულს ქვემოთ.