სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

სოციალური მეწარმეობის ფორუმი

ფორუმის შესახებ

"სოციალური მეწარმეობის ფორუმი" 2012 წლიდან ტარდება და ყოველწლიურ ხასიათს ატარებს.

ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის "სოციალური მეწარმეობა - ინოვაციური მიდგომა ეკონომიკური და სოციალური ცვლილებებისთვის" ფარგლებში კი, 2018 წლის შემდგომ ფორუმის მთავარი ორგანიზატორი "სოციალურ საწარმოთა ალიანსია", ხოლო CSRDG აგრძელებს ფორუმის ყოველწლიურ მხარდაჭერას.

ფორუმის მიზანია სოციალურ მეწარმეებსა და ამ თემაზე მომუშავე ორგანიზაციებს შორის კავშირურთიერთობების გაღრმავება, ცნების პოპულარიზაციის ხელშეწყობა და ზოგადად, სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში.

"სოციალური მეწარმეობის ფორუმის" ფარგლებში ცხადდება გამარჯვებული ნომინაციაში წლის სოციალური საწარმო

ფორუმის ძირითადი თემებია გასული წლების პრაქტიკული და თეორიული გამოცდილების გაზიარება და სოციალურ საწარმოთა ალიანსის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება აუდიტორიისთვის.

 

ფორუმში მონაწილეობა

ფორუმში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახლადდაარსებულ და უკვე მოქმედ სოციალურ საწარმოებს, ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, საზოგადოებრივი, ბიზნეს და სამთავრობო სექტორების წარმომადგენლებს.

 

ნომინაცია "წლის სოციალური საწარმო"

ნომინაციაში "წლის სოციალური საწარმო" მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში მოქმედ სოციალურ საწარმოებს, რომლებიც წარმატებული და უწყვეტი მუშაობის მინიმუმ 2 წლიან გამოცდილებას ფლობენ.

ნომინაციაში მონაწილეობის შესახებ "სოციალურ საწარმოთა ალიანსი" ყოველწლიურად აქვეყნებს დეტალურ ინფორმაციას ვებ-გვერდზე www.seforum.ge 

 

ისტორიული რაკურსი

ფინანსური მხარდამჭერები

ღონისძიების ფინანსური მხარდამჭერები არიან: ევროკავშირი (European Union) და პური მსოფლიოსთვის (Bread For the World). ასევე, სოციალურ საწარმოთა ალიანსის პარტნიორი ბიზნეს კომპანიები და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები.