
Chevening Scholarship
ჩივნინგი, რომელიც 1983 წელს დაარსდა, დიდი ბრიტანეთის მთავრობის გლობალური პროგრამაა, რომელსაც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და სხვა პარტნიორი ორგანიზაციები აფინანსებენ. პროგრამის მიზანია უმაღლესი ხარისხის განათლების შეთავაზება მათთვის, ვისაც სწავლა გაერთიანებულ სამეფოში სასურველ უნივერსიტეტსა და სპეციალობაზე სურს. ჩივნინგის პროგრამის ფარგლებში ფინანსდება სოციალური მეწარმეობის კურსებიც დიდი ბრიტანეთის უნივერსიტეტებში.