სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

ა(ა)იპ ვი2თექ ჯორჯია

ტექგოგო

გრანტის გაცემის წელი

2023

გრანტის მიმღები იურიდიული პირი

ა(ა)იპ ვი2თექ ჯორჯია

სოციალური საწარმოს სახელი

ტექგოგო

დონორი

ევროკავშირი და "პური მსოფლიოსთვის"

პროექტის სახელი

ციფრული სკოლა ქალებისთვის

საწარმოს არსი

საწარმოს მისიას წარმოადგენს ქვემო ქართლში მცხოვრები ქალებისა და გოგონების, ეთნიკური უმცირესობების ეკონომიკური გაძლიერება მათთვის ციფრული განათლების მიცემისა და მაღალ სტანდარტებზე ორიენტირებულ საწარმოში დასაქმების გზით. 

მისიის მისაღწევად სოციალური საწარმო წინასწარი მოკვლევით შეარჩევს ქალებსა და გოგონებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ციფრული განათლების მიღებითა და სარეკლამო საწარმოში მუშაობით. შერჩეული კანდიდატები გაივლიან სასწავლო კურსს. მათგან საუკეთესოები სტაჟირებისთვის განაწილდებიან წარმატებულ სარეკლამო სააგენტოებში.მიღებული კვალიფიკაციის შედეგად ქალები და გოგონები დასაქმდებიან საწარმოში.

სოციალური საწარმო "ტექგოგო"-ს ღირებულებებია: თანასწორობა, ტოლერანტობა, მხარდამჭერი გარემოს შექმნა, ქალების ეკონომიკური დამოუკიდებლობა, განათლება

 

CSRDG-ის მიერ გაცემული დაფინანსება

39,000

თანამონაწილეობა

5,800

პროექტის ჯამური თანხა

44,800