სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

შპს სოციალური საწარმო ბაბალე

ბაბალე

გრანტის გაცემის წელი

2023 

 

გრანტის მიმღები იურიდიული პირი

შპს სოციალური საწარმო "ბაბალე"

 

სოციალური საწარმოს სახელი

ბაბალე

 

დონორი

ევროკავშირი და ევროკომისიის გენერალური დირექტორატი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში (DGNEAR) / გავლენის ფონდი "აქციო"

 

პროექტის სახელი

"ბაბალეს" ახალი სიცოცხლე

 

საწარმოს არსი

„ბაბალე“ ორ სივრცეს აერთიანებს - შემოქმედებით სახელოსნოს, სადაც დაუნის სინდრომის მქონე (დსმ) ახალგაზრდები სპეციალური მეთოდოლოგიის გამოყენებით იღებენ განათლებას, საქმდებიან, ქმნიან პროდუქციას და სალონს, სადაც გამოიფინება და იყიდება ნამუშევრები.

სოციალურ საწარმოში მზადდება ხის, კერამიკისა და ტექსტილის როგორც დეკორატიული, ისე გამოყენებითი ნივთები: ზარდახშები, საკანცელარიო ნივთები, ჩანთები, აქსესუარები, სხვადასხვა ფიგურები, სადღესასწაულო ნივთები და სხვა სახის პრაქტიკული, თუ დეკორატიული ნაკეთობები.

მასობრივი წარმოების პროდუქციიდან გამორჩეულია ბაბალეს წინდები და სამზარეულოს აქსესუარები (სუფრა, წინსაფარი და ცხელის ასაღები).

მომსახურების თვალსაზრისით, ბაბალე ტურისტულ ჯგუფებს სთავაზობს დეკორატიული ნივთების დამზადების ვორქშოპებს.

 

CSRDG-ის მიერ გაცემული დაფინანსება

112,161

თანამონაწილეობა

54,567

პროექტის ჯამური თანხა

251,831