ბაბალე
გრანტის გაცემის წელი
2020
გრანტის მიმღები იურიდიული პირი
შპს სოციალური საწარმო ბაბალე
სოციალური საწარმოს სახელი
ბაბალე
დონორი
პური მსოფლიოსთვის (BfW)
პროექტის სახელი
ბაბალეს პროდუქციის განვითარება
საწარმოს არსი
სოციალური საწარმო „ბაბალე“ აერთიანებს 2 სივრცეს: შემოქმედებით სახელოსნოს, სადაც განსაკუთრებული საჭიროების მქონე ახალგაზრდები სპეციალური მეთოდოლოგიის გამოყენებით იღებენ განათლებას, საქმდებიან, ქმნიან პროდუქციას, და სალონს, რომელშიც გამოიფინება და იყიდება ნამუშევრები.
პროექტის ფარგლებში ბაბალე გეგმავს „ბაბალეს წინდების“, როგორც ბრენდის გატანას საერთაშორისო ონლაინ ბაზარზე, კერძოდ ბრიტანულ ამაზონზე. საერთაშორისო ბაზარზე გასვლა მოითხოვს გარკვეული სტანდარტების დაკმაყოფილებას, რისთვისაც, მომზადდება ახალი შეფუთვები, რომელზეც გადატანილია წინდის ინსპირაციის რეპროდუქცია და პატარა ისტორია ავტორისა თუ მემკვიდრეობის შესახებ, მომზადდება შესაბამისი ფოტო მასალა, გარდა ამისა, ბაბალეს წინდების არსებულ დიზაინებს, დაემატება ხუთი ახალი წინდა. ბრიტანულ ამაზონზე პროდუქციის განთავსებასა და გაყიდვებს კი ბაბალე ბრიტანული პარტნიორი კომპანიის დახმარებით განახორციელებს.
CSRDG-ის მიერ გაცემული დაფინანსება
18,000
თანამონაწილეობა
1,600
პროექტის ჯამური თანხა
19,600