სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

შპს „კოდალა-სოციალური საწარმო“

კოდალა

გრანტის გაცემის წელი

2021

გრანტის მიმღები იურიდიული პირი

შპს „კოდალა-სოციალური საწარმო“

სოციალური საწარმოს სახელი

კოდალა

დონორი

ევროკავშირი, პური მსოფლიოსთვის (BfW)

პროექტის სახელი

შშმ პირთა ღირსეული დასაქმება

საწარმოს არსი

„კოდალა“ ხის პროდუქციის სოციალური საწარმოა, რომელიც ოპერირებს ადგილობრივ და ევროპის ბაზარზე. სახელოსნოში დასაქმებული პირები, რომელთა უმრავლესობაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, ქმნიან ხელნაკეთ ეკოლოგიურად უსაფრთხო ხის სათამაშოებს, სუვენირებსა და საბავშვო ავეჯს.

საწარმო ხელს უწყობს სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე პირების, მათ შორის შშმ პირებისა და სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების რესოციალიზაციას, მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას და ღირსეულ დასაქმებას. მიღებული გრანტის ფარგლებში, საწარმო მიზნად ისახავს წარმოების განვითარებასა და ბაზრის წილის გაფართოვებას; არაფორმალურ გარემოში დუალური და ინკლუზიური მეთოდების გამოყენებით პროფესიული სასწავლო პროგრამების დანერგვას შშმ და სოციალურად დაუცველ პირთათვის; საზოგადოებაში სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაციას.

მიღებული გრანტის ფარგლებში, კოდალა შეძლებს:

  • შექმნას დამატებით 5 ახალი სამუშაო ადგილი;
  • შშმ პირისთვის გააუმჯობესოს სამუშაო პირობები და ხელი შეუწყოს მათ ადაპტირებას;
  • დააორგანიზოს 15-მდე შშმ და სოციალურად დაუცველი ახალგაზრდისთვის დუალური მეთოდით პროფესიული გადამზადების კურსი;

CSRDG-ის მიერ გაცემული დაფინანსება

29,147.4

თანამონაწილეობა

3,164.35

პროექტის ჯამური თანხა

32,311.75