სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

ა(ა)იპ კახეთის მედია ცენტრი

შემოქმედებითი ტურები

გრანტის გაცემის წელი

2023

გრანტის მიმღები იურიდიული პირი

ა(ა)იპ კახეთის მედია ცენტრი

სოციალური საწარმოს სახელი

შემოქმედებითი ტურები

დონორი

ევროკავშირი და "პური მსოფლიოსთვის"

პროექტის სახელი

ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების და გოგონების (GBV/DV) დასაქმების უნარების გაუმჯობესება ტურიზმის სექტორში 

საწარმოს არსი

სოციალური საწარმოს „შემოქმედებითი ტურები“ მისიაა: ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალებისა და გოგონების სამეწარმეო უნარების გაძლიერება და შრომით ბაზარზე კონკურენტუნარიანი დასაქმების ხელშეწყობა ტურიზმის სექტორში.

საწარმოს იდეა მდგომარეობს თელავში, ერთ-ერთ ისტორიულ, ჭავჭავაძის ქუჩაზე, სოციალური საწარმო -  შემოქმედებითი ტურები / ტურისტული ცენტრის შექმნას, რომელიც თელავით და კახეთით დაინტერესებულ ტურისტებსა და ვიზიტორებს მიაწვდის რამდენიმე სახის ტურისტულ სერვისს: როგორიცაა ეკომეგობრული BUS ტურების და ინოვაციური საფეხმავლო ტურების ორგანიზება, აგრეთვე, ღვინისა და ადგილობრივი კულინარიის მასტერ კლასებს.

ამავდროულად, ბიზნეს ობიექტი, როგორც დასაქმების ცენტრი, ხელს შეუწყობს ადგილობრივი და ქალაქის გარშემო მდებარე სოფლებში მცხოვრები ოჯახში ძალადობის მსხვერპლი გოგონების/ქალების გადამზადებასა და შრომითი უნარების გაუმჯობესებას, რათა ტურისტულ სექტორში მოხდეს მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლება და დასაქმების ხელშეწყობა. 

 

საწარმოს მთავარი ფასეულობა  საზოგადოებისათვის იმის ჩვენება, თუ როგორ შეიძლება ძალადობის მსხვერპლი, დაუცველი ქალი გახდეს საზოგადოებისათვის სარგებლის მომტანი ძლიერი და დამოუკიდებელი ადამიანი, რომელიც როგორც მოქალაქე და პიროვნება,  დაფასებულია საზოგადოების მხრიდან.

CSRDG-ის მიერ გაცემული დაფინანსება

39,000

თანამონაწილეობა

25,000

პროექტის ჯამური თანხა

64,000