მეგობარი
გრანტის გაცემის წელი
2025
გრანტის მიმღები იურიდიული პირი
ა(ა)იპ ახალგაზრდები სამეგრელოს განვითარებისთვის
სოციალური საწარმოს სახელი
მეგობარი
დონორი
BFW
პროექტის სახელი
მეგობარ რექორდსი
საწარმოს არსი
„მეგობარის“ მისიაა ახალგაზრდებისთვის ინკლუზიური, თავისუფალი და შემოქმედებითი სივრცის შექმნა, რომელიც ხელს უწყობს მათ პროფესიულ, სოციალურ და კულტურულ განვითარებას.
სოციალური საწარმოს მიზანია:
- უზრუნველყოს ახალგაზრდებისთვის უსაფრთხო და უფასო სამუშაო და თავშეყრის სივრცე, სადაც ისინი შეძლებენ სწავლას, იდეების გაცვლას და თანამშრომლობას;
- ხელი შეუწყოს ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და ინდივიდუალური ინიციატივების განვითარებას რეგიონში;
- საერთაშორისო მოხალისეობრივი თანამშრომლობისა და ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამების გზით გააძლიეროს თემთაშორისი კავშირები;
- ხელი შეუწყოს თანამედროვე ხელოვნების, მუსიკისა და კრეატიული ინდუსტრიების განვითარებას რეგიონში, მათ შორის დიჯეინგისა და მუსიკალური ღონისძიებების ხელშეწყობით;
CSRDG-ის მიერ გაცემული დაფინანსება
18,000
თანამონაწილეობა
5,700
პროექტის ჯამური თანხა
23,700