გოგორა
გრანტის გაცემის წელი
2025
გრანტის მიმღები იურიდიული პირი
შპს გოგორა
სოციალური საწარმოს სახელი
გოგორა
დონორი
BFW
პროექტის სახელი
გოგორა: ინდუსტრიული განვითარება; მეტი მწვანე და უსაფრთხო გარემო ბავშვებისთვის
საწარმოს არსი
სოციალური საწარმო „გოგორა“ 2021 წელს შეიქმნა საქართველოში ბავშვებისთვის უსაფრთხო და ეკომეგობრული ავეჯისა და სათამაშოების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. საწარმოს მიზანია ხელი შეუწყოს ბავშვების ჯანსაღ გარემოში აღზრდას, ხარისხიანი და უსაფრთხო პროდუქციის შეთავაზებით, რომელიც დამზადებულია მდგრადი განვითარების პრინციპების მიხედვით.
გოგორას მისიაა მხარი დაუჭიროს მშობლებსა და აღმზრდელებს ბავშვების პოზიტიურ აღზრდაში და შექმნას მათთვის ჯანსაღი, უსაფრთხო და განმავითარებელი გარემო.
CSRDG-ის მიერ გაცემული დაფინანსება
23,000
თანამონაწილეობა
5,700
პროექტის ჯამური თანხა
28,700