სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

ა(ა)იპ ულევი კერამიკა

ულევი კერამიკა

გრანტის გაცემის წელი

2023 

 

გრანტის მიმღები იურიდიული პირი

ა(ა)იპ ულევი კერამიკა

 

სოციალური საწარმოს სახელი

ულევი კერამიკა

 

დონორი

ევროკავშირი და ევროკომისიის გენერალური დირექტორატი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში (DGNEAR)

 

პროექტის სახელი

„ულევი“

 

საწარმოს არსი

დამფუძნებელი ორგანიზაციისა და სოციალური საწარმოს მისია ერთია—ასაკის ნიშნით სტიგმატიზებული ადამიანების რესოციალიზაცია და ეკონომიკური გაძლიერება.

"ჩვენ, ამისთვის ვქმნით ასაკობრივი სტერეოტიპებისგან თავისუფალ სივრცეს, კერამიკის საწარმოს, სოფელ მარტყოფში, სადაც ადგილობრივ 60 წელს გადაცილებულ ადამიანებს დავასაქმებთ.

მარტყოფელი ხანდაზმულებისთვის შეიქმნება მათზე მორგებული დახელოვნების მეთოდები. "საწარმოში მიღებულ მსურველებს შევასწავლით ახალ პროფესიას, კერამიკოსობას. მათგან ყველაზე მონდომებულ წევრებს დავასაქმებთ ჩვენსავე საწარმოში და ღირსეული ხელფასის გადახდით, მათ ფინანსურ დამოუკიდებლობას შევუწყობთ ხელს. ჩვენი ბენეფიციარებისთვის სხვადასხვა ცნობიერების ასამაღლებელი აქტივობებით, თემატური კინოჩვენებების მოწყობით, „ულევის“ სივრცეში ერთმანეთთან ურთიერთობით და დამეგობრებით, ახალი ჰობის შეძენით, საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსულ პროფესიონალ კერამიკოსებთან შეხვედრითა და მუშაობით, კერამიკის მენტორ მასწავლებლის რანგში, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფთან გადაკვეთის შესაძლებლობით, გვსურს ხელი შევუწყოთ მარტყოფის ხანდაზმულ ადამიანთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.

ჩვენი კერამიკის საწარმოს ხარისხიანი კერამიკული პროდუქცია კი გვინდა მტკიცებულება გახდეს იმისა, რომ 60 წელს გადაცილებული ადამიანები კონკურენტუნარიანი შრომითი ძალაა და გვსურს საზოგადოების მხრიდან ამ ასაკობრივი ჯგუფის მიმართ არაჯანსაღი ემპათია დამსახურებული პატივისცემის გრძნობით შეიცვალოს," -აღნიშნავენ დამფუძნებლები.

 

CSRDG-ის მიერ გაცემული დაფინანსება

45,000

თანამონაწილეობა

4500

პროექტის ჯამური თანხა

49,500