სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

ა(ა)იპ საქველმოქმედო კავშირი თემი

თემი

გრანტის გაცემის წელი

2021

გრანტის მიმღები იურიდიული პირი

თემია(ა)იპ საქველმოქმედო კავშირი თემი

სოციალური საწარმოს სახელი

თემი

დონორი

პური მსოფლიოსთვის (BfW)

პროექტის სახელი

თემის სოციალური საწარმოს განახლება და განვითარება

საწარმოს არსი

სოციალური საწარმო თემი 1991 წელს დაფუძნდა, სოფელ გრემში. თემში მუდმივად დაახლოებით 100 ადამიანი ცხოვრობს, აქედან უმეტესობა – შშმ პირი, მზრუნველობამოკლებული ბავშვი, მარტოხელა დედა, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი პირი, მარჩენლის გარეშე დარჩენილი მოხუცი და სწავლის საშუალებას მოკლებული ახალგაზრდაა.

თემს საკუთრებაში გააჩნია 23 ჰექტარი მიწა, აქვს ღორებისა და ორგანული ქათმების ფერმა; მოჰყავთ ბოსტნეული, უვლიან ხეხილის ბაღს, აცხობენ პურს; თემში ფუნქციონირებს საშემდუღებლო, ქვის და ხის დასამუშავებელი ცეხი.

თემის შემოსავლის დიდი ნაწილი „ბიო ღვინის“ წარმოებიდან და რეალიზებიდან მიღებული თანხაა. „ბიო ღვინოს“ აქვს სტანდარტიზებული სერტიფიკატი, რომელიც მოქმედებს ევროკავშირის ქვეყნებში. გასულ წლებში ღვინის რეალიზება ძირითადად ხდებოდა ადგილზე, ტურისტული ჯგუფების მასპინძლობისას. პროექტის ფარგლებში სოციალური საწარმო გეგმავს პროდუქციის რებრენდინგსა და ონლაინ გაყიდვების სისტემის აწყობას, გაყიდვების გაზრდას და საერთაშორისო ბაზარზე გასვლას.

CSRDG-ის მიერ გაცემული დაფინანსება

8,925

თანამონაწილეობა

2,250

პროექტის ჯამური თანხა

11,175