სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

ა(ა)იპ „საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია“

ეთნოდიზაინი

გრანტის გაცემის წელი

2021

გრანტის მიმღები იურიდიული პირი

ა(ა)იპ „საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია“

სოციალური საწარმოს სახელი

ეთნოდიზაინი

დონორი

ევროკავშირი, პური მსოფლიოსთვის (BfW)

პროექტის სახელი

Pop Up ეთნოდიზაინი

საწარმოს არსი

სოციალური მაღაზია „ეთნოდიზაინის“ მისიაა ტრადიციული რეწვის ოსტატების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, მათი პროდუქციის ხარისხის და დიზაინის განვითარება და გაყიდვების ხელშეწყობა.

ეთნოდიზაინი მიზნად ისახავს საქართველოში მცხოვრები ტრადიციული რეწვის ოსტატების დასაქმებას, ადგილობრივი ტრადიციების შენარჩუნებას და პროდუქციის განვითარების გზით რეწვის ნიმუშების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას ბაზარზე.

მიღებული გრანტის ფარგლებში, „ეთნოდიზაინი“ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ოსტატებისათვის მრავალფეროვანი გაყიდვების შესაძლებლობების შექმნას, რაოდენობრივი გაყიდვების ზრდასა და ადგილობრივ ბაზარზე ხელნაკეთი პროდუქციის კონკურენტუნარიანობის გაზრდას ისახავს მიზნად. ამ მიზნის მისაღწევად პროექტი ითვალისწინებს მოძრავი/ტრანსპორტირებადი სარეალიზაციო ობიექტის აწყობას, აღჭურვას, მის განთავსებას ლოკაციაზე და ამოქმედებას. პროექტის ფარგლებში შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, ჩატარდება პროდუქციის განვითარების ტრენინგები, გაიზრდება რეწვის ოსტატების რაოდენობა და ონლაინ გაყიდვები.

CSRDG-ის მიერ გაცემული დაფინანსება

28,555.16

თანამონაწილეობა

26,760.23

პროექტის ჯამური თანხა

55,315.39