სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

ა(ა)იპ "საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაცია"

სოციალური საწარმო "ცისარტყელა"

გრანტის გაცემის წელი

2024 

 

გრანტის მიმღები იურიდიული პირი

ა(ა)იპ "საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაცია"

 

სოციალური საწარმოს სახელი

ცისარტყელა

 

დონორი

ბაზისბანკი

 

პროექტის სახელი

შესაძლებლობები პროფესიული და სოციალური განვითარებისთვის

 

საწარმოს არსი

"ცისარტყელა" დაფუძნებულია თელავში, ააიპ „საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაციის“ (სსიდა) მიერ და წარმოადგენს სოციალური სერვისების მიმწოდებელ საწარმოს, რომლის მისიაა თელავსა და კახეთის რეგიონში მცხოვრები, განვითარების შეფერხების და/ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების უფლებებზე დაფუძნებული ზრუნვის სერვისების ხელმისაწვდომობა - მათ შორის, განვითარების სტიმულირება და სოციალური ინტეგრაცია, სკოლამდელ და ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებში ჩართვა, ბავშვისა და ოჯახის გაძლიერება, შესაძლებლობის შეზღუდვისა და მიტოვების პრევენცია.

"ცისარტყელა" ხელს უწყობს ბავშვთა და მოზარდთა პროფორიენტაციას, ცხოვრებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების განვითარებას და შრომით ინტეგრაციას. ამ მიზნით, სოციალური საწარმო დღის ცენტრის ბაზაზე, 2018 წლიდან, მიზნობრივი ჯგუფის უშუალო ჩართულობით, აწარმოებს ხელნაკეთ ნივთებს: ნახევრადძვირფასი ქვების სამკაულებს, ფიმოს თიხის ნაწარმსა და სამკაულებს, ინტერიერის დეკორატიულ და პრაქტიკულ ნივთებს, თიხის ქოთნებს, ნაქსოვ თოჯინებს, შარფებსა და სადღესასწაულო სუვენირებს. 

 

CSRDG-ის მიერ გაცემული დაფინანსება

10 000