სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

ა(ა)იპ „პოტერია“

პოტერია

გრანტის გაცემის წელი

2021

გრანტის მიმღები იურიდიული პირი

ა(ა)იპ „პოტერია“

სოციალური საწარმოს სახელი

პოტერია

დონორი

ევროკავშირი, პური მსოფლიოსთვის (BfW)

პროექტის სახელი

სხვადასხვა საჭიროების ქალების დასაქმების და ფსიქო რეაბილიტაციის ხელშეწყობა

საწარმოს არსი

თიხისა და კერამიკის ხელნაკეთი ნივთების სახელოსნო სოციალური საწარმო "პოტერია" ასაქმებს კანონთან კონფლიქტში მყოფ ქალებს კერამიკის წარმოებაში. სოციალური მისია ორმაგად მნიშვნელოვანია ვინაიდან მიზნობრივი ჯგუფის პროფესიულ გადამზადება - დასაქმებასთან ერთად, მოიცავს ასევე ერთგვარ არტ თერაპიას, რომელიც მათ რეინტეგრაციას უწყობს ხელს.

პოტერიას მიზანია შეიქმნას - სახლი, რომელიც ადამიანებს მისცემს პიროვნული განვითარების, სოციალიზაციისა და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის შესაძლებლობას. პოტერია ერთ სივრცეში გააერთიანებს საწარმოს, თერაპიულ კურსებს, საგანმანათლებლო და საგამოფენო სივრცეს. საწარმო მხარს დაუჭერს სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანებს, როგორებიც არიან ძალადობის მსხვერპლი ქალები, კანონთან კონფლიქტში მყოფი პირები, დევნილები, მარტოხელა დედები, სოც. დაუცველები და სხვ.

მიღებული გრანტის ფარგლებში, პოტერია ახალ სამიზნე ჯგუფს - ოჯახში ძალადობის მქონე ქალებს გააძლიერებს, ხელს შეუწყობს მათ დასაქმებას, პროფესიულ განვითარებას, ფსიქორეაბილიტაციასა და რესოციალიზაციას. პროექტის ფარგლებში, შეიქმნება და ჩატარდება უფასო თერაპიული კურსები, ლექციები/გაკვეთილები ხელოვნებისა და კულტურის სფეროში, დაორგანიზდება ახალგაზრდა ხელოვანების გამოფენა.

CSRDG-ის მიერ გაცემული დაფინანსება

28,701.6

თანამონაწილეობა

24,663.03

პროექტის ჯამური თანხა

53,364.63