სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

ა(ა)იპ "ოდა ქეარი"

ოდა ქეარი

გრანტის გაცემის წელი

2024 

 

გრანტის მიმღები იურიდიული პირი

ა(ა)იპ "ოდა ქეარი"

 

სოციალური საწარმოს სახელი

ოდა ქეარი

 

დონორი

ევროკავშირი, ევროკომისიის გენერალური დირექტორატი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში (DGNEAR); "პური მსოფლიოსთვის" (Bread For the World)

 

პროექტის სახელი

"სოციალური სერვისების განვითარება ლანჩხუთის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და ხანდაზმული ადამიანებისთვის"

 

საწარმოს არსი

სოციალური საწარმოს მიზანია ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში შინმოვლისა და პერსონალური ასისტენტის სერვისების შექმნა და განხორციელება 18 წელს ზემოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და ხანდაზმულებისთვის.

„ოდა ქეარი“ რეგისტრირებულია, როგორც პერსონალური ასისტენტის და შინმოვლის სერვისების მიმწოდებელი პროვაიდერი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს“ ფარგლებში. საწარმო გეგმავს ლანჩხუთსა და ოზურგეთში 20 შინმოვლის სპეციალისტისა და 12 პერსონალური ასისტენტის გადამზადებას, რათა რეგიონში უზრუნველყოს სერვისების ხარისხიანი მიწოდება და დასაქმების ხელშეწყობა.

 

CSRDG-ის მიერ გაცემული დაფინანსება

44,000

თანამონაწილეობა

4,650

პროექტის ჯამური თანხა

48,650